"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
ხომ ვიძახდი არ გვინდა 6 ერი მეთქი. რომელიმე გუნდის დამარცხების იმედი გააქვთ ვინმეს?
ჩვენი ხალხს ოღონდ რუსი დავამარცხოთ სხვამ თუნდაც თავზე იმას გვიქნას. ასე ვართ ყველაფერში.
ავადმყოფი ერი ტყუილად კი არა თქვა ასტაფიევმა ჩვენზე. რა წარმატებებზე შეიძლება ლაპარაკი როცა ნაცები და მისი მომხრეები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ამ სპორტულ საიტზე ჩუმად შემოპარულები. ისინი ხომ ხარობენ საქართველოს წარუმატებლობით. სანამ ბოროტება არ აღმოიფხვრება არაფერი არ ეშველება ქვეყანას არც ერთ სფეროში. სანამ გლახუნები იარსებებენ არც მაშინ
დავით 67
15 ნოემბერი 2020 00:47
26
ეს ქირქილა კომენტარები სტატიის ავტორის, გიორგი მრელაშვილის სინდისზე იყოს. პატივცემულო, როცა ამ მატჩზე სტატიის წერის ამბიცია გიჩნდებათ, უნდა გაითვალისწინოთ მკითხველთა კატეგორია და გასაგებად ახსნათ დეტალები. თუ არა და ხვალ ნახავთ 6 ერის ქვეყნების მიმოხილვაში ქართველების დაცვაზე რასაც დაწერენ.
რაგბის ფანი
14 ნოემბერი 2020 22:53
2
ამ ქვეყანაში მთავარი მხოლოდ ის არის რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთი დაჭამონ, სპორტიც ამ დონეზეა, ფეხბურთელებო და მორაგბეებო თუ ძლიერს ვერ მოუგებთ შედეგი არ იქნება
giorgi dashniani
14 ნოემბერი 2020 21:58
4
ამ ტურნირზე ლელოს თუ დავდებთ საერთოდ?
ბევრად უკეთესი ნაკრები როცა გვყავდა მაშინ არ გაგვიკარეს ახლოს, და ეხლა როცა რეგრესი გვაქ და თაობების ცვლა მაშინ გამოგვიჭირეს და გვძუყნიან.
Homo_Erectus
14 ნოემბერი 2020 21:42
5
არც ეხლა გვიკარებდნენ, უბრალოდ იაპონიამ უარი თქვა მონაწილეობაზე და ჩვენ მოგვიწია რიგმა. შედეგს რაც შეეხება, ეგრე ძუყნიან იტალიას აგერ 20 წელია და ჩვენც იგივე გველის. უბრალოდ ჩვენ სხვა ვარიანტი არა გვაქვს, თორემ ნამდვილად უკეთესი იქნებოდა გამარჯვების გემო გაგვეგო ჩვენზე შედარებით ნაკლებად ძლიერ გუნდებთან.ამ შემთხვევაში, როცა ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის, გამოცდილება უნდა შევიძინოთ, სხვა ვარიანტი არ არის
????
15 ნოემბერი 2020 12:08
0
შიშით არ უთამაშიათ მაგრამ რა უნდა ეთამაშათ არ იცოდნენ. მოგებას არც ველოდით, თუმცა ლელოს დადება წარმოუდგენლად არ გვეჩვენებოდა.
გრანდებთან თამაში გამოცდილებისთვის კარგია, კარგი იქნება თუ პროფესიონალი სპეციალისტები იმუშავებენ ნაკრებთან და სწორ მითითებებს მისცემენ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის.

10 ბალიანი შეფასებით:
ხაზი შეტევაში-0; დაცვაში-7.
შერკინება-7.
რაქი-4.
მოლი-3.
დერეფანი-5.
დანარჩენი სათამაშო კომპონენტები-4.

პროგრესი და წარმატებები ბიჭებს მომავალ მატჩებში.
გიგი
14 ნოემბერი 2020 21:27
0
საშუალო დონის ნაკრები გვყავს და პროგრესს გამოცდილებით მივიღებთ. მთავარია ხშირად ვეთამაშოთ მაღალი დონის გუნდებს და სწორი დასკვნები გაკეთდეს. ლელოს ველოდით გეთანხმები, მარა შეფასებაში ქულებს ცოტა დავაკლებდი, განსაკუთრებით დაცვაში
ლელო
14 ნოემბერი 2020 22:48
0
მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები - ბიჭებს მადლობა, მაგრამ სასწრაფოდ მოსაძებნია მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მწვრთნელი, რადგან მაისაშვილი არის ნული!
fani
14 ნოემბერი 2020 21:19
5
არა არის ეს კაცი მწვრთნელი, შიშით თამაში არც ერთი სპორტის არ შეიძლება განსაკუთრებით რაგბის. ჩამოიყვანონ ფრანგი მწვრთნელი და უკანა ხაზის მწვრთნელიც. Eს 20-იანებიდან გადმოსული ბიჭები ნიჭიერები არიან და სწორად თამაშობდნენ 20-იანებში, სამწუხაროდ 1 ნაკრებში მწრთვნელი არ ჰყავთ რომელიც გაშლის თამაშს ათამაშებს და "მანდრაჟით" გაჰყავს მოედანზე. იმათ მოედანზე გადასულები ფეხს უბრახუნებენ. პირველი ხაზი გიგაშვილის გარდა მთლიანად გამოსაცვლელია და რადგან თუ უყურებთ ყველაზე ყოველთვის დაბლები არიან ტანად და ვერ დგებიან სწორედ. უკანა ხაზი თუ არ ცართეს თამაშშI არაფერი გამოვა. ეს რაგბი რაც დღეს ამ გუნმა აჩვენ მკვდარი კარგა ხანია და არავინ თამაშობს. მოლიც ვერ დაუყენებიათ და ვერც გაუჩერებიათ, ბურთზე ჩასვლა რაქში ერთხელ გამოუვიდათ. მოკლედ არასწორ რაგბს თამაშობენ და ვერსად ვერ წავლენ ასე. Yველა გუნდი ამოგვტენის იტალიის ცათვლით. ვენ ნახეთ არგენტინა როგორ თამაშობს? ეეეჰ
niko
14 ნოემბერი 2020 22:40
4
რაგბი ჩვენი თამაშიააა, ურაააა
Batumi90
14 ნოემბერი 2020 21:43
15
სასიხარულო რა არის?
გიორგი
16 ნოემბერი 2020 01:13
0
რაც შეეძლოთ ამ სიტუაციაში ის ითამაშეს,მადლობა ოუენსს რომ კიდე უფრო დიდი ანგარიშით არ წავაგეთ-ბევრჯერ შეეძლო გაესინბინებინა ჩვენები,მაგრამ დაგვინდო.მწვრთნელი გვინდა გამოცდილი და მაღალი დონის,მაისაშვილთან დრო იკარგება.შეტევაზე და კომბინაციურ რაგბზე ვინც გააკეთებს აქცენტს მხოლოდ ისეთი.იტალიის თამაშს ვინც უყურა შოტლანდიასთან დამეთანხმება რომ ჩვენზე ერთი თავით ძლიერები არიან.
BOSS
14 ნოემბერი 2020 21:07
1
ჩვენი ლომები.გენაცვალეთ ქართულ გულში!!!მიუხედავად წაგებისა მე თქვენი ყურებისას ყოველთვის განვიცდი სიამაყეს!თქვენ გენაცვალეთ,მაგარი კაცები ხართ.
Jordan beli
15 ნოემბერი 2020 14:10
5

სიახლეები პოპულარული