"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.
მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ინგლისი
ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.
შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.
მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.
საქართველო
ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10. აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;
შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.
მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.
ჩვენი ხალხს ოღონდ რუსი დავამარცხოთ სხვამ თუნდაც თავზე იმას გვიქნას. ასე ვართ ყველაფერში.
ავადმყოფი ერი ტყუილად კი არა თქვა ასტაფიევმა ჩვენზე. რა წარმატებებზე შეიძლება ლაპარაკი როცა ნაცები და მისი მომხრეები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ამ სპორტულ საიტზე ჩუმად შემოპარულები. ისინი ხომ ხარობენ საქართველოს წარუმატებლობით. სანამ ბოროტება არ აღმოიფხვრება არაფერი არ ეშველება ქვეყანას არც ერთ სფეროში. სანამ გლახუნები იარსებებენ არც მაშინ
ბევრად უკეთესი ნაკრები როცა გვყავდა მაშინ არ გაგვიკარეს ახლოს, და ეხლა როცა რეგრესი გვაქ და თაობების ცვლა მაშინ გამოგვიჭირეს და გვძუყნიან.
გრანდებთან თამაში გამოცდილებისთვის კარგია, კარგი იქნება თუ პროფესიონალი სპეციალისტები იმუშავებენ ნაკრებთან და სწორ მითითებებს მისცემენ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის.
10 ბალიანი შეფასებით:
ხაზი შეტევაში-0; დაცვაში-7.
შერკინება-7.
რაქი-4.
მოლი-3.
დერეფანი-5.
დანარჩენი სათამაშო კომპონენტები-4.
პროგრესი და წარმატებები ბიჭებს მომავალ მატჩებში.