"საქართველოს შემდეგ ირლანდიასთან თამაში იგივეა..." - ინგლისელთა მწვრთნელმა ჩოგბურთელთა მაგალითი მოიყვანა

AutoSharing Option
ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

"ირლანდიელები ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა საქართველოსა და იტალიასთან შედარებისას რეიტინგი უნდა ვნახოთ. ქართველები მე-12-ზე არიან, "აძური" კი მე-14-ეა. წინა მატჩის შემდეგ ირლანდიასთან თამაშია, იგივეა, ნიშიკორის შემდეგ ჯოკოვიჩს რომ შეხვდე", - თქვა ჯონსმა.

ედის, ალბათ, ძველი დრო ახსოვს, როცა იაპონიის ნაკრებს წვრთნიდა და კეი ნიშიკორი მაღალ პოზიციებზე იყო. ახლა იაპონელი ჩოგბურთელი მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი - რეიტინგის ლიდერი...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი რამე არ მესმის 2 ძალიან კარგი და სწრაფი კრაენი იყო ძირითდში რის გულისთვის თუ პასი კრაიზე არ ჩავა და იქამდე ვერ ჩააღწევს. ბურთის თრევა და ამ გადაკიდებებით თამაში იგივე სტილია რაც ჰეიგს ქონდა. ეს მოლი რატომ არის ესეთი პრობლემური ჩვენი ნაკრებისათვის როცა თ ნახევარი მოედანი ჩაგვქონდა ხოლმე.
docki
12:25 17-11-2020
1
შოტლანდიასთან ყველა ცუდი იყო. ინგლისთან შერკინებამ ძალიან მაგრა ითამაშა თავისი სამსახური გააკეთა, აი ხაზი არის საშინლად არაორგანიზირებული და ყველა ფიზიკური ძალით ცდილობს გარღვევას. ეს არის პრობლემა, უფრო ლაღი თამაში უნდა ვცადოთ ვიდრე კონტაქტური, გასაგებია რო გავბერტყეთ მართლა დიდი ტკივილები დავუტოვეთ, ვუნიპოლა გაგიჟებული იყო ათრიეს ჩვენებმა მაჰრამ რაში გვარგია? გამარჯვებული ვინ დარჩა? მაინც დიდი აგარიშით წავაგეთ. ფაქტია რომ იმ დიდი რეგრესის ფონზე პროგრესი აშკარად არის, ასე ხისტად უნდა ვეთამაშოთ, სხვანაირად როგორ.. მაგრამ კიდევ ვიტყვი ხაზი სათანადო დონის არ გვყავს და პრობლემა რაშია იცით? იმ ერთა თასზეც ძალისმიერი რაგბით ვიგებთ და არა ლაღი თამაშითა და სწრაფი კომბინაციებით რაც ჩვენ ოცწლამდელ ნაკრებებს ქონდათ. იმათუ ყურება გაცილებით სასიამოვნო იყო ვიდრე დღევანდელი ნაკრების. ბურთი უნდა აასწრაფოთ ხელგაშლილი თამაში სწრაფი უნდა იყოს, დაუშვით შეცდომები მერე რა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მეათეჯერ უკვე გამოვა და მათ სისწრაფესაც დაეწევით. მარათონი არ არის ეს, მარტო ფიზიკური ძალა არ იგებს ამ სპორტში ზოგს რომ გონია. შერკინება მსოფლიო კლასის გვყავს განსაკუთრებით პირველი ხაზი, ხაზი კიდე ერთა ლიგის დონის. წარმატებები ბიჭებო და პროგრესი!! უცოდინრებს არ უსმინოთ და გული არ გაიტეხოთ იქ ხართ სადაც იმსახურებთ! იმსახურებთ განვითარებას, თორემ მათ დონეზე რო არ ხართ ჯერ თვითონაც კარგად იცით
ტარასა
18:40 16-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული