თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რვა ერის" მეორე ტურში უელსთან 0:18 დამარცხდა, ნამატჩევს კი მოკლე კომენტარი "ბორჯღალოსანმა" თედო აბჟანდაძემ გააკეთა:

"მოედანზე თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდით, ვიდრე ინგლისთან და 75-ე წუთამდე თამაშში დავრჩით, მაგრამ რამდენჯერმე ვერ შევძელით ქულების აღება. ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა და ბურთს ვკარგავდით. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც ჯარიმის გატანა შეიძლებოდა, მაგრამ მორკინალები მოლში თავს კარგად გრძნობდნენ და ლელოზე თამაში ვარჩიეთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომის გამო ბურთი აქაც დავკარგეთ.

ჩვენი მიზანი იყო ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა ხელით, მაგრამ
პირველ ტაიმში ეს ვერ შევძელით. ამით იყო განპირობებული ფეხით ბევრი თამაში. შესვენების შემდეგ პოზიციურად უკეთ ვიყავით და გავთამამდით.

თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და უფრო თამამები ვართ შეტევაში. ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. დღეს გამოჩნდა, რომ სისტემა მუშაობს, უპირატესობის ხაზსაც ვკვეთდით, მაგრამ მერე შეცდომებს ვუშვებდით. ვფიქრობ, ამ სისტემაში უნდა დავრჩეთ და გავაუმჯობესოთ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თედო,ფეხით დარტყმებში, ძალიან ბევრი შეცდომები გაქვთ.ყველა დამრტყმელს ეხება.ყველას ასე ერთიანად როგორ გაგიფუჭდათ მიზანი.ალბათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.შენ თვითონაც,20 წლამდელებში უკეთ ურტყამდი,ვიდრე ახლა.წარმატებები,შენც და ნაკრებსაც.
სოსო
12:13 22-11-2020
0
წერილი 8 ერის საიტზე: "მეორე კვირაა რაც ქართველები მამცურად იცავენ თავს, მაგრამ მეორეჯერ არ გაუმართლდათ და ქულა ვერ აიღეს. თუმც, გაუმჯობესება სახეზეა ყველა თამაშის შემგეგ". იქნებ რაგბის ბრიტანელ ექსპრტებს მაინც დაუჯეროთ?
გიორგი
16:28 22-11-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული