მაისაშვილი: მსაჯმა ყველა სადავო სიტუაციაში უელსის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ინგლისში, ლონდონის მახლობლად რჩება და 29 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება.

"შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი მომავალ კვირას, "ავივა სთედიუმზე", საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

უელსთან ჰლანეჰლიში შეხვედრის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კვირას ბანაკში დაბრუნდა. ორშაბათი აღდგენას, კრებებს და ვიდეოანალიზს დაეთმო. გუშინ დაბალი ინტენსივობის ვარჯიში შედგა, დღეს და ხვალ კი კონტაქტური, სრულყოფილი ვარჯიშებია დაგეგმილი.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ინგლისში დაბრუნების შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა უელსის მატჩის ანალიზი ჩაატარა:

"ზედიზედ მეორე თამაშის უქულოდ დასრულება არასასიამოვნოა და გულშემატკივრის კარგად მესმის,
თუმცა ერთი და ორი ჯარიმის გატანა საერთო სურათს არ შეცვლიდა. უელსთან ანგარიში თამაშის მსვლელობას არ ასახავს. 75-ე წუთამდე სხვაობა მხოლოდ 13 ქულა იყო და ერთი ლელოს გატანა რომ მოგვეხერხებინა, არავინ იცის, შემდეგ რა მოხდებოდა.

ეს ჩვენთვის მესამე შეხვედრა იყო, შეტევაში უკეთ გამოვიყურებოდით და ფაზებიც ავკინძეთ. ადრეც აღვნიშნე და განვმეორდები, რომ ამ დონეზე ქულის აღების შანსი იშვიათად გეძლევა და ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. რამდენჯერმე შეგვეძლო 3 ქულის აღება, მაგრამ ბიჭები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში გადაწყვიტეს, რისთვისაც მათ არ ვაკრიტიკებ. მანამდე მოლი დავძარით, თუმცა იმ მომენტში შეცდომა დავუშვით.

უკეთესი იყო დაცვის მოლი და ზოგადად, დაცვაში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე წინა შეხვედრებში. დავუშვით ორი უხეში შეცდომა და ორი ლელო მივიღეთ. ჯარიმების დიდი ნაწილი შერკინებაში მივიღეთ. ისინი ჩვენთან თამაშისთვის ამ კომპონენტში მიზანმიმართულად ემზადებოდნენ და როდესაც შერკინებას თმობ, ძალიან რთულია თამაშში ბოლომდე დარჩენა.

მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი შერკინება დასუსტდა. შერკინებაში დანიშნული ჯარიმები სხვადასხვა კუთხით განვიხილეთ და მსაჯმა ყველა სადავო სიტუაციაში უელსის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ამით არ ვამბობთ, რომ ყველაფერში მსაჯია დამნაშავე. ჩვენ უნდა გვქონოდა სათადარიგო გეგმა, რასაც მეტოქეს ასეთ დროს დავუპირისპირებდით. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება და გაკვეთილია.

სამწუხაროდ, პირველსავე ტაიმში დაშავდა კოტე მიქაუტაძე, მოგვიწია დაუგეგმავი შეცვლის განხორციელება და ტაქტიკური მოქნილობა დავკარგეთ. ამისგან დაზღვეული არავინაა და ამასაც უნდა მივეჩვიოთ. მთლიანობაში, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესებას ნამდვილად ვხედავ".

მხოლოდ ჯანით ფონს ვერ გავალთ

მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ირლანდიასთან ჩვენი შერკინება უკეთესი იქნება, ვიდრე განვლილ მატჩებში და შეტევებიც მრავალფეროვანი გახდება:

"ირლანდიასთან სტატიკური ფაზები გადამწყვეტი იქნება. შერკინებაში ანალიზი გავაკეთეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთ ვითამაშებთ. კვლავ პრობლემად რჩება თამაშის მართვა, რისი გამოცდილებაც ამ დონეზე არ გვაქვს. ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რა მოჰყვება ასეთ დონეზე არასწორ ფეხით თამაშს, არასწორ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ფეხით თამაშისას დიდი არჩევანი არ გვაქვს და შედეგად, მაღალი დონის გუნდები ტერიტორიისთვის ბრძოლას ხშირად გვიგებენ.

ისეთი დონის გუნდებს ვეთამაშებით, რომ მხოლოდ ჯანით ვერავის დაჩაგრავ და გვჭირდება ვარიაციები შეტევაში, რისთვისაც ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს, ვიდრე წინა მატჩებში გვქონდა. მე კმაყოფილი ვარ შეტევის მწვრთნელის მუშაობით. ირლანდია უელსზე რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. თამაშიდან თამაშამდე, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც დიდ გამოცდილებას ვიღებთ და წინსვლაც აშკარად გვაქვს".

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცოტა ზედმეტად ოპტიმისტურად მეჩვენება ეგეთი განცხადებები! უელსის ბ შემაგდენლობას ქულა მაიმც უნდა აუღო, მესმის რომ ბიჭებს მერი არ შეუძლია და არც მწვრთნელს, მაგრამ შერკინებაში უკუსვლა აშკარად თვალშისაცემია, ბირთის გამოტანის პრობლემაა, ფეხით გაუაზრებელი დარტყმები, ხელით თამაში კი როგორც ადრე წვალობდნენ, იგივეა და მგონი მწვრთნელი და საწვრთნელი პროცესი მთლიანად გადასახედია!
ეს ნაკრები პირწმინდად წააგებდა ჩვენივე 5-7 წლის წინა დეკ ნაკრებთან!
პროგრესი კიდე აქვს არგენტინას და იაპონიას!!! ჩვენ გვაქვს ტრაკუნი!
leonardo
20:49 25-11-2020
6
მაგაში გეთანხმები. მინიმუმ 6 ჯერ დააჯარიმა საქართველო და ორჯერ გაატარა მაღალი შებოჭვა ჩვენ წინააღმდეგ არასწორად. Პრობლემა ეგ არ არის პრობლემა ის არის რომ მოგების სურვილი არ გააჩნია ამ ნაკრებს და იმაზე თამაშობენ რომ ბევრი სხვაობით არ წააგონ. თან მსაჯს ვერ დააბრალებ ელემენტარულ შეცდომებს როგორც თამაშის განახლების დროს ბურთის აუტში გადაგდებას. 2016-2017 წლის ნაკრებს წყურდა მოგება და იგებდა. Აი მაშᲘᲜ რა ზელანდიის გუნდს როგორ ვეთამაშეთ.
ლომი
19:01 25-11-2020
7

სიახლეები პოპულარული