შარიქაძე: თავში დარტყმა მივიღე და მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა

AutoSharing Option
ირლანდიასთან მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია საქართველოს ნაკრების კაპიტან მერაბ შარიქაძეს, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. აი, რა განაცხადა მან:

"კარგად ვარ და არც მოედნის დატოვება მინდოდა, მაგრამ პროტოკოლის თანახმად, შეცვლა აუცილებელი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი მსაჯებმა გაატარეს. თავში დარტყმა მივიღე და ვფიქრობ, მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა.

რაც შეეხება თამაშს, უკეთ გავისარჯეთ, ვიდრე უელსთან, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა. დღესდღეისობით ირლანდია უკეთესი გუნდია, ვიდრე უელსი. ფაქტი ისაა, რომ ვვითარდებით, ბევრს ვსწავლობთ და იმედია, ჩვენი განვითარება გაგრძელდება“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული