მერაბ შარიქაძე: ფიჯის არეულ თამაშში არ უნდა ავყვეთ

AutoSharing Option
"რვა ერზე" ფიჯისთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ირლანდიასთან მძიმე თამაში გამოვიდა და ვეცადეთ მეტი დაგვესვენა. ფორსირებულ რეჟიმში ვემზადებოდით და გავიარეთ სათამაშო სქემები, განვიხილეთ რას შეიძლება ველოდოთ მეტოქისგან.

ფიჯის ხაზი უფრო სახიფათო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ვიდრე უელსი და ირლანდია. ძლიერი ინდივიდუალისტები არიან და არაფრისგან შეუძლიათ ლელოს გატანა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად შევუზღუდავთ დროს და სივრცეს. მათ არ უნდა ავყვეთ არეულ თამაშში, უნდა შევინარჩუნოთ სტრუქტურა, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ბურთი და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ,
იყოს გააზრებული და უმაღლეს დონეზე შესრულებული".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე? რატომ აყევით?
ჰა?
00:04 06-12-2020
0

სიახლეები პოპულარული