მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 14 დეკემბერს, 2023 წელს გასამართი მსოფლიო თასის კენჭისყრა შედგა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და კვალიფიკაციის გამარჯვებული გუნდები გახლავთ.

ამ შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" C ჯგუფში იასპარეზებს, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ ყველაზე რთული ქვეჯგუფია. თუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან საფრანგეთის საგზური ურუგვაიმ მიიღო, ზუსტად ისეთივე ჯგუფში ვიქნებით, როგორშიც შარშან ვიყავით.

თეორიულად, თუ საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატს ორი წლის ჯამში მეორე ადგილზე დაასრულებს და ამ შემთხვევაში "ბ" (Pool B) ჯგუფში მეტოქეებად სამხრეთი აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია და აზია-წყნარი ოკეანის
პლეი-ოფის გამარჯვებული იქნება.

რომ კენჭისყრის შედეგად "ა" (Pool A) ჯგუფში ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1 და აფრიკა 1, ხოლო "დ" (Pool D) ჯგუფში ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი 1 და ამერიკა 2 ითამაშებენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფიჯი ცუდია, მაგრამ იაპონიას ჯობია, და 3 წელში ყველაფერი შესაძლებელია.
ddgfdf
14 დეკემბერი 2020 16:51
1
რაღაც მეცნობა ეს ჯგუფი :)) სადღაც ნანახი მყავს უკვე ეს გუნდები ერთად.

იტალიას ისევ უბედურას გაუმართლა, მესამე ადგილისთვის არასდროს ყავს ჯგუფში ნორმალური კონკურენტი.
gia
14 დეკემბერი 2020 16:43
0
დრო გვაქვს 3 წელი. თუ გვინდა,რომ პრეტენზია გვქონდეს რამეზე აუცილებლად შესაცვლელია მაისაშვილიი აუცილებლადდ
რაგბი
14 დეკემბერი 2020 19:45
3
მასაშვილი და მათიაშვილი!!
ბიჯოს!
14 დეკემბერი 2020 23:42
1
იდეალური ჯგუფია, რომ ჩვენი პროგრესი ან რეგრესი წინა მსოფლიო თასთან შედარებით ობიექტურად შევაფასოთ.
იგივე მეტოქეები, იგივე მოცემულობა, დააყენე მოლი და მიაწექი.
დიდგორელი!
15 დეკემბერი 2020 01:15
0
მეორე ადგილი ხო არ გვეჩალიჩა, ირლანდია შოტლანდია უფრო ჩვენთვის მისაღები სტილის გუნდებია...
mirosan
14 დეკემბერი 2020 18:06
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული