თუ საქართველოს ნაკრებთან სწორად ვიმუშავებთ, თამაშში დავრჩებით - ამბობს რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მწვრთნელის, ლინ ჯონსის თანაშემწემ, კარლ ჰოგმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოს ეროვნულ გუნდთან მომავალ მატჩში თავიანთ შანსებზეც ისაუბრა:

"ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასზე" ასპარეზობის შედეგად უზარმაზარი გამოცდილება მიიღო. უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაში ყოველთვის სასარგებლოა. თუმცა, მე მომავალ შეხვედრას ქართველების გამოცდილი გუნდის გამოწვევის შესანიშნავ შესაძლებლობად განვიხილავ. ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ რუს მორაგბეებს ამ შეჯიბრში ჩართვა შეუძლიათ.

ჩვენს გუნდში ერთგულებისა და ჟინის მრავალი მაგალითი არის. ამასთან საჭირო ზონებში ჭკვიანურად მოქმედებაა აუცილებელი. თუ სტანდარტებზე და დაცვაში სწორად ვიმუშავებთ და ფეხით დარტყმებშიც,
თამაშში დავრჩებით".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს
შორის 7 თებერვალს თბილისში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებს გამარჯვება ერთობ მოგვენატრა, არათუ თამაშში, შესაძლოა, თამაშის მერეც ეგრე დარჩეთ...
მ.ტ.
11:40 25-01-2021
0
ნეელაა ზვიიადი ხელი არ შეგრშალოს და იგი))))
1111
11:11 25-01-2021
3

სიახლეები პოპულარული