საქართველო-რუსეთის მატჩს ფრანგების ნაცვლად რუმინელები იმსაჯებენ

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩს ფრანგების ნაცვლად რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

"რაგბი ევროპამ" გადაწყვეტილება შეცვალა და მატჩის მთავარ მსაჯად ალეკსანდრუ იონესკუ დანიშნა, ლაინსმენებად კი - კრისტიან სერბანი და რადუ პეტრესკუ.

ამაზე კომენტარი იონესკუმ გააკეთა: "ნოემბერში პორტუგალიასა და ბრაზილიას შორის ჩემი პირველი საერთაშორისო მატჩი ვიმსაჯე. ვფიქრობ, სწორედ ამ თამაშის მსაჯობამ გამოიწვია ჩემი ახალი დანიშვნა. ეს ევროპული და მსოფლიო სარაგბო საზოგადოების რუმინელი არბიტრების მიმართ ნდობაზე მეტყველებს, რაც დიდი პატივი და პრივილეგიაა. დარწმუნებული ვარ, ორი ძლიერი მეტოქის საინტერესო
დაპირისპირებას ვიხილავთ, პირადად ჩვენთვის კი ეს რუმინული მსაჯობის დონის დემონსტრირების შესაძლებლობაა".

ეს შეხვედრა თბილისში 7 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია მიკერძოებას ადგილი არ ექნება!
0
ცუდის ნიშანია! ბიჭებო ფრთხილად იყავით, ვინმეს შემთხვევით ხელი არ წაუცდეს
არ გამკიცხოთ, მაგრამ ყოველთვის არსებობს მოსყიდვის საფრთხე, თუ შანსი მიეცათ რუსები ფულს არ დაინანებენ ჩვენთან გამარჯვების საყიდლად
მინიმუმ სანამ ქართულ მიწებს არ დავიბრუნებთ, რუსებს არ უნდა გავამარჯვებინოთ ძმებო!
გიორგი
04:09 29-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული