PREVIEW - პრინციპული მატჩი რუსეთთან! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს თბილისის დროით 15:00 საათზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთს კალინინგრადში დაუპირისპირდება.. 

ისტორიაში ეს ნაკრებები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც კოლოსალური უპირატესობით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. "ბორჯღალოსნების" ანგარიშზე 22 გამარჯვება გახლავთ. რუსებმა მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. 

პირველი მატჩი 1995 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე  1993 წლის 25 მაისს, პოლონეთის ქალაქ სოპოტში გაიმართა, სადაც ქართველები 9:15 დამარცხნენ. ამის შემდეგ "დათვებს" გამარჯვება აღარ მოუპოვებიათ. 

რაც შეეხება ასევე ერთადერთ ფრეს, ეს მატჩი  2002 წლის 3 მარტს თბილისში, "დინამოს არენაზე" გაიმართა. შეხვედრა 12:12 დასრულდა. 


ბოლოს ეს ნაკრებები 2021 წლის 7 თებერვალს "დინამო არენაზე" დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველებმა მეტოქე
16:7 დაამრცხეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.


შეგახსენებთ, რაგბის ევროპის ჯგუფში 2 თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთპიროვნული ლიდერია. "ბორჯღალოსნებს" 9 ქულა აქვთ და მიღებულ და გატანილ ქულებს შორის სხვაობ +18 გალავთ. რაც შეეხება "დათვებს", ისინი 4 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

altრუსეთის ნაკრების კაპიტანი: ქართველების თეთრი შურით მშურს - ირლანდიასთან შესანიშნავად ითამაშეს

alt"ბორჯღალოსნები" - დაბრუნებული ჟვანია და 10 უკეპო მორაგბე რუსეთთან მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში

altსაქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი


altრაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუსეთთან





მკითხველის კომენტარები / 14 /
არავითრი პრინციები... დღეს უბრალოდ ჩვენები რუსებს მაჯაზე დაიკლავენ!!!!
სტატე
14:21 20-03-2021
0
იმედის მომცემი და პერსპექტიული ბავსშვები 2023 წლის მსოფლიოს მერე იზრუნეთ რო ჩამოყალიბდნენ გამოცდილ მორგბეებად. 2023 წლისთვის გვჭირდება ჩვენი რეპუტაციის ასე ტუ ისე დაბრუნება მინიმუმ 2015 წლის მსოფლიოს შედეგის გამეორება. 2019 წლის მსოფლიო ჩავაგდეთ დ მის მერეც რეგრესია. უკნა ხაზში გვჭირდება ნტურალიზებ 3-4 მორგბის ისე და ისევ მდოფლიოსთვის. სუსტია უკანა ხაზი ამ ეტაპზე ვერ ქაჩავენ ვერც ფიზიკურად ვერ ტაქტიკურად. მარტო მორკინალების ხარჯზე ვერაფერს გახდებიან.
რაგბის ქომაგი
12:09 20-03-2021
5

სიახლეები პოპულარული