rugger.info-ზე საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი (16:7) იგორ იავკინმა მიმოიხილა:
რუსეთი საქართველოსთან თავაწეული დამარცხდა
"როგორც მოსალოდნელი იყო, "ლელოელებმა" "დათვებს" მოუგეს, თუმცა ვერც ანგარიშით და ვერც თამაშით კმაყოფილები ვერ იქნებიან.
"შვიდ ერზე" შაბათის მატჩების ყურების შემდეგ ვიფიქრე, რომ თბილისში, სავარაუდოდ, ორი სცენარი იქნებოდა. პირველი - საფრანგეთის მიერ იტალიის განადგურების სტილი; მეორე - იმის მსგავსი სენსაცია, რომელიც შოტლანდიელებმა შემოგვთავაზეს. დავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ უფრო ლონდონური თამაშის სცენარისკენ ვიხრებოდი.
წლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სრულიად არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც ევროპის
ჩემპიონატზე ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას და რომელმაც ახლახან "შემოდგომის ერთა თასზე" პლანეტის საუკეთესო გუნდებთან მიიღო მონაწილეობა. მე-16 წუთისათვის მათ ყველა შერკინება წააგეს, 22-ეზე კი - საკუთარი დერეფანიც. იქმნებოდა შთბეჭდილება, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა უბრალოდ არ იცოდნენ, როგორ დაეძლიათ მეტოქის წინააღმდეგობა. რუსების ჩათვლის მოედანთან ახლოს შერკინება და დერეფანი არ იყო, ხოლო ყველა მცდელობა მარაოს გაშლისა და თამაზ მჭედლიძის "შეშვებისა", ბურთის დაკარგვით მთავრდებოდა. მასპინძლებმა 40 წუთში ერთადერთი მომენტი პირველი ტაიმის დასასრულს შექმნეს, როდესაც ჩათვლის მოედანს ძალიან მიუახლოვდნენ, მაგრამ ამან არავითარი დივიდენდები არ მოუტანა.
მეტიც, ხანდახან რუსეთი უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა და შესვენებამდე მართლაც შესანიშნავად თამაშობდა. სტუმრებმა არც ერთი დერეფანი არ წააგეს, რამდენჯერმე იყვნენ მეტოქის 22-მეტრიან ზონაში, თითქმის არ ჯარიმდებოდნენ მოედნის საკუთარ ნახევარზე და რამილ გაისინის ფეხით თამაშის წყალობით ურიგოდ როდი გადაჰქონდათ თამაში საკუთარი სამფლობელოდან შორს. დებიუტში ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ მან ჯარიმა ვერ გამოიყენა.
და პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე კანონზომიერი - 0:0.
მეორე ტაიმი უფრო ცოცხალი და შედეგიანი გამოვიდა. ყვეელაფერი გაისინისა და თედო აბჟანდაძის საჯარიმოებიდან არაზუსტი გასროლებით დაიწყო. შემდეგ ჩვენ პირველი ლელო ვიხილეთ: ქართველთა დერეფნის მერე რუსებმა მჭედლიძე კი შეაჩერეს, მაგრამ მხედველობის არდან ლობჟანიძე გამორჩათ, რომელმაც ბურთი აიტაცა. აბჟანდაძემ კი ურთულესი პოზიციიდან გარდასახა.
ამის შემდეგ ერთ წუთში ჰაერში ვასილი არტემევთან თამაშისთვის ყვითელი ბარათი მირიან მოდებაძემ მიიღო, მაგრამ "დათვებმა" არათუ ვერ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით, არამედ აბჟანდაძისგან საჯარიმო გაუშვა - (10:0).
თუმცა ინტრიგა ძალიან მალე დაბრუნდა. საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე ლინ ჯონსის შეგირდებმა ქართველთა ჩათვლის მოედანთან ძალიან ახლოს მისვლა შეძლეს. ბოგდან ფედოტკომ ლელო გაიტანა, ხოლო გაისინმა გარდასახვა და - 10:7.
სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს - უდისციპლინობამ დააღალატათ და აბჟანდაძემ ანგარიში 13:7 გახადა. გაისინს შეეძლო ანგარიში სამქულიან სხვაობამდე დაებრუნებინა, მაგრამ საჯარიმო არცთუ რთული პოზიციიდან გააცუდა.
თამაშის დასასრულს წარმატებისთვის ორივე გუნდს შეეძლო მიეღწია, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა, რაზეც "დათვებმა" სცადა კიდევ ერთი ლელოთი ეპასუხა, მაგრამ ქართველთა დაცვამ გაუძლო.
16:7 - "ლელოელების" ძალზე არადამაჯერებელი გამარჯვება, რომლისთვისაც უფრო მეტი კომპლიმენტი რუსებმა დაიმსახურეს".
საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]