"ქართველებმა იციან, რომ რუსეთთან ადვილი გასეირნება აღარ ელით" - ამბობს მათი მწვრთნელი

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი (7:16) რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლინ ჯონსმა rugger.info-სთან ინტერვიუში შეაჯამა.

- რა დააკლდა "დათვებს" ამ მატჩში?
- იმით დავიწყებ, რომ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, თუ რამდენად გამოგვდიოდა ყველაფერი, როგორ იყვნენ ბიჭები მომზადებულები ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად. სპორტის ყოველი სახეობა - ეს საკუთარი თავის რწმენაა. იმ შეხვედრაში ეს რწმენა ყოველ წუთს გვემატებოდა. საქართველოს ქულების აღება მხოლოდ ჩვენი მცირე შეცდომებით შეეძლო. ქართველების დასამარცხებლად რუსეთისთვის დასკვნების გამოტანა და ზეწოლისას თამაშის სწავლაა საჭირო.

- პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. როგორ
ფიქრობთ, შეძელით ქართველების გაოცება?

- მართალი გითხრათ, შესვენებამდე შედეგზე არაფერს არ ვფიქრობ. მთელი მატჩი ძალიან "მჭიდრო" გამოვიდა. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს. ასე რომ, ყველას ვავარჯიშებთ, თუ როგორ წარვმართოთ თამაში და არა მხოლოდ 8-9-10 ნომრებს.

- წაგებაში გადამწყვეტი როლი რამილ გაისინის გაცუდებულმა საჯარიმოებმა ითამაშა?
- ვერავინ იკამათებს, რომ რამილი რუსეთში საუკეთესო დამრტყმელია. დიახ, ააცილა, მაგრამ ტელევიზორში ხომ არ ჩანდა ქარი, რომელმაც საჯარიმოების ზუსტად შესრულებაში შეუშალა ხელი.

- მთლიანობაში შედეგით კმაყოფილი ხართ?
- გამარჯვების მოსაპოვებლად ისე უნდა გვეთამაშა, როგორც ადრე არასოდეს გვითამაშია. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა, მაგრამ ჯერ ესეც არაა საკმარისი.

- რა უთხარით ნამატჩევს მორაგბეებს გასახდელში?
- უზარმაზარი მცდელობისა და შესანიშნავად გარჯისათვის გულითა და სულით მადლობა გადავუხადე. კიდევ რა უნდა ისურვო, როდესაც მორაგბეები თავიანთი ქვეყნისათვის 100%-ით იხარჯებიან.

- ახლა ჩვენ უკვე რეალურად შეგვიძლია საქართველოსთან მეტოქეობა და უფრო ხშირად მათთან გამარჯვებაზე ოცნება?
- წინ დიდი გზაა, მეგობრებო. ნაკრებს მეტი მატჩების ჩატარება სჭირდება, მეტი პოზიტიური გამოცდილება, თუმცა თვითრწმენა უკვე გვაქვს. როგორც მინიმუმ, "ლელოელებმა" ახლა იციან, რომ რუსეთთან ადვილი გასეირნება აღარ ელით და ჩვენ დასამარცხებლად ბოლომდე ბრძოლა მოუწევთ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხოდა აი ეს რომ ეცოდინებათ,რომ იოლი გასეირნება აღარ ელით, უფრო მობილიზებული გავლენ და უფრო დიდი ანგარიით მოუგებენ
nodiko
12:23 11-02-2021
0
ოჰ მოვიდნენ ბაქიბუქის ხასიათზე,არაუშავს რამდენიმე წლის წინ 15:9 რომ მოვუგეთ მაშინაც ფეხი გამოყვეს,ის ავიწყდებათ რა შემადგენლობით ვითამაშეთ...
გულშემატკივარი
11:31 11-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული