იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ირლანდიელმა კონორ ო'შიმ Sports Mail-თან საუბარში განაცხადა, რომ იტალია 6 ერში თამაშს იმსახურებს და საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია.

"ძალიან ადვილია შეკითხვის დასმა იტალიის შესახებ, თუმცა, როცა მათი თამაშის სტილს უყურებ, ცალსახად, ისინი საქართველოზე უკეთესები არიან. იტალია ფრანკოს ხელმძღვანელობით კარგი რაგბის თამაშს ცდილობს.

ეს საკითხი სულ დგას და იქნება: "რა უნდა მოხდეს 6 ერთან დაკავშირებით? დაქვეითების ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს თუ არა? მიმაჩნია, რომ იტალიამ ელიტაში ადგილი დაიმსახურა და ჩემი აზრი არასდროს შეიცვლება, ის კი გულისხმობს, რომ რაგბის
განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენი მიზანია ძლიერი საქართველო და რუმინეთი, ასევე, ოკეანეთის ძლიერი ნაკრები გუნდები გვყავდეს. როგორ უნდა განვავითაროთ რაგბი?

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დავუშვათ. ყველას უნდა გვსურდეს საქართველოსა და რუმინეთის მსგავსი გუნდების განვითარება, მაგრამ, ამასთანავე, არ ჩავკლათ რაგბი იმ ქვეყანაში, რომელშიც ის მაღალ დონეზეა".

ირლანდიელი მიიჩნევს, 2018 წელს, იტალიის მიერ საქართველოს დამარცხება (28:17) მნიშვნელოვანი დეტალია და აცხადებს, რომ საქართველოს ძლიერი ფორმა იმის დამსახურებაა, რომ უმაღლესი დონის გუნდებს პერიოდულად ეთამაშებიან, ხოლო იტალიას კი ტიერ 1 გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველ კვირას უწევს.

"იტალია მეორე დონის ნაკრებებს არ ეთამაშება და არც ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. ხალხს ბევრი ფიქრი მოუწევს იმისათვის, თუ როგორ ეთამაშონ საქართველოს 6 ერში, ნაცვლად იმისა, რომ ეს თამაში 500 სხვადასხვა ვარიანტის დასამუშავებლად გამოიყენოს. ეს სხვა შეჯიბრებაა", - თქვა ო'შიმ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
როდესაც საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა,6 ერის ქვეყნების დამარცხება დაიწყეს ევროპის ჩემპიონატზე,იქ მონაწილეობა შეწყვიტეს.ამით ჩვენ მაგ დონეზეც კი,ძლიერ გუნდებთა თამაშის საშუალება მოგვისპეს და ამით ჩვენ, ზრდის საშუალება წაგვართვეს.ბოლო ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატში ჩვენი შედარებითი წარუმატებლობა,პირველ რიგში ამისი შედეგი იყო. დიდ ნაკრებებშიც,ეგენი არ დაუშვებენ,რომ ჩვენ მათ დონეს მივუახლოვდეთ.ჩვენ ეროვნული რესურსებით ვცდილობთ განვითარებას,იტალიის ნაკრები კი ბოლო ორი წელი,მეც მომწონს,თუმცა მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ნაწილი,ნატურალიზებულია და ქვეყნის შიდა დონეს,მათზე დაყრდნობით ვერ შევაფასებთ.ასე რომ მათი ნამდვილი ნაკრები,არა მგონია ჩვენზე მაღალ დონეზე თამაშობდეს.მეორე მხრივ,ჩვენი განვითარების მთავარი ბერკეტი,სწორედ 20 წლამდე ნაკრებში დაფრთიანებული ბიჭები იყვნენ და მათი განვითარების შეფერხებით,დიდი ნაკრების განვითარებაც შეფერხდება.შარშან ახალგაზრდული მსოფლიოს თასი ვერ ჩატარდა.ორიოდე წელში,დიდ ნაკრებში ის ბიჭები დაიწყებენ მოსვლას,რომლებსაც ასაკობრივ ჩემპიონატებში,მსოფლიოს გრანდებთან ნათამაშები არა აქვთ და ეს,აუცილებლად დაბლა დასწევს,მათ სათამაშო დონეს.ცხადია,რომ ისევ ფრანჩაიზში უნდა ვეძებოთ ხსნა,თუმცა ასე ყირაზე დაყენებულ ფედერაციას,არაფრის გაკეთება არ შეეძლება და კიდევ დროს ვკარგავთ.
სოსო
15 თებერვალი 2021 16:15
0
დღეს რომ იტალია გვჯობს და კიდებ ბევრი სხვა გუნდი, ეს საკამათო არ უნდა იყოს. მაგრამ იტალიის მწვრთნელი ხედავს ჩვენი მორაგბეების პოტენციალს და ამიტომაა შეშინებული. რომ არ ეშონოდეს, სიხარულით დათანხმდებოდა ფლეი-ოფს. სამწუხაროდ, ამ პოტენციალის გამომყენებელი არ გვყავს, არც სამწვრთნელო გუნდში და არც რაგბის კავშირში. ეს შინაური ამბავია და იტალიის მწვრთნელმა არ შეიძლება იცოდეს. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ ამგვარი ბარდაგია ქვეყანასა და რაგბშიც.
გიორგი
13 თებერვალი 2021 16:34
0
ფეხბურთში უმწრთვნელოდ, რაგბში ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე რაც ხდება ყველა ვხვდებით, ეს ზოგადად მთავრობის პოლიტიკაა სპორტის მიმართ, შესაბამისად იტალიას კი არა, ამ ჩვენს მაჩანჩალა ჯგუფში ვერაფერს ვეღარ მოვიგებთ
Tengo
13 თებერვალი 2021 09:13
0
ჯერ ერთი ძ ა ლ ი ა ნ კარგად ვიცი რაგბი (მითამაშია), მერე -მგონია აქ-ან მიზანმიმართულად რუსი პროპაგანდისტები საუბრობენ, ან უბრალოდ უმეცრებაა- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ - მაქსიმუმ 3 თვეში რომ დაინიშნის საქართველოში -თბილისში - საქართველო -იტალია - 100-%-ით მ ო ვ ი გ ე ბ თ, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო რეგრესის პროცესშია უკვე 8 წელი, შედეგად ეროვნული აღტკინება- შემარეთება დაქვეითებული და ა.შ. და ა.შ. მაგრამ -ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, სწორ შემადგენლობას თუ დავაყენებთ, სწორად თუ მოვამზადებთ კონკრეტულად ამ თამაშზე ფიზიკურად, მენტალურად, შ ე მ ა რ ტ ე ბ ი ს - განწყობის მაღალი ხარისხით,თუ ყველა რესურს დღეს ქართულ რაგბში გამოვიყებთ (საფრანგეთში ყველაზე საუკეთესოებს)...მოვიგებთ მინიმუმ- 6-9 ქულით!!! - და იტალია 10 წელი რომ ვერ უგებს ბობოლებს,ჩვენ- 3-4 წელიწადში მათ დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ა ს დავიწყებთ, მერწმუნეთ!
გლახუნა
13 თებერვალი 2021 01:15
2
როცა ღატაკი,უვარგისი და ბოგანო ქვეყანა ხარ,როცა ბილეთს 10 ლარი რომ დაადო სტადიონი ცარიელი იქნება ვის რაში ჭირდები.მაშინ მართლა სანახაობრივ რაგბს უნდა თამაშობდე.
ასეა ეს
12 თებერვალი 2021 12:49
1
ჩვენი ნაკრები სამწუხაროდ უკან მიდის. არც ტექნიკით, აღარც ფიზიკური მომზადებით
არ ვჯობნივართ იტალიელებს. შერკინებაშიც პრობლემები გვაქვს. გულდასაწყვეტია რაგბის ფედერაციამ კინკლაობაში, ვეტერანმა რაგბისტებმა კი ქოცებთან პარლამენტის შესვლაში გაატარეს ბოლო წლები და ეს შედეგზეც აისახება.
გიორგი
12 თებერვალი 2021 12:46
1
და პლეიოფის ერთ თამაშს რა უდგას წინ?! ძალიან გადაიღლებიან ეგ ჩვენზე ძალიან ძლიერი იტალიელები?! ეს ჩვეულებრივი უსინდისობაც კი არ არის. უბრალოდ, იმ თეორიული საფრთხის გამორიცხვაა, რომ ერთხელ მართლა არ წააგოს ის პლეიოფი იტალიამ და აწყობილი მაყუთის ქარხანა არ შეუფერხდეთ. სად, სპორტის რომელ სახეობაში ხდება ასეთი სამარცხვინო რამ? თუ 6 ერი კომერციული ტურნირია და საზოგადო სპორტთან საერთო არაფერი აქვს, ჩაერთონ 6 ერის გუნდებიც ევროპის ჩემპიონატში და იმის იქით თავში ქვა უხლიათ. მოკლედ, რა, ლაპარაკიც კი ზედმეტია ამ უმსგავსობაზე...
ვვვ
12 თებერვალი 2021 12:01
3
გუსანს - ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ პლეიოფის 1 თამაში დააქცევს ქვეყანას? თუნდაც ფორმალურად - ფორმალური სამართლიანობისთვის უნდა არსებობდეს გადათამაშების სისტემა - წავაგებთ 20-ჯერ და რაღა გვექნება სათქმელი. მარა თუნდაც ეგ მოტივაცია ცოტა იქნება ჩვენთვის? ახლა რომელიმე ტესტი რომ მოვუგოთ ირლანდიას ან შოტლანდიას, კომერციული ტურნირი ისევ კომერციულ ტურნირად დარჩება და ბობოლებს შეუძლიათ, წარბიც არ შეიხარონ... დანარჩენი ახლა, ფედერაციისა და მთავრობის გინება თუ გინდათ, აგინეთ - სხვა თემაა...
ვვვ
12 თებერვალი 2021 21:21
0
რაგბი სპორტის სპეციფიკური სახეობაა, ფიზიკური დატვირთვებით, ტრავმის მაღალი რისკით ( სხვა სახეობებთის მსგავსადაც) ბევრ თამაშს ფეხბურთის მსგავად ვერ დანიშნავ, თანაც ამ დონეზე რომ შეინარჩუნეს ამ კომერციული მიდგომის ხარჯზე მოხდა და ა.შ კიდევ ბევრი ნიუანსით- ფიფასავით მდიდრებიც არ არიან. მოდი სიმართლე ვთქვად, კი გვინდა, მაგრამ მიახლოებულ დონეზეც კი არ ვართ, იგივე იტალია თუ მონდომებულად გვეთამაშენ 10 დან, თუ გინდ 20დან 20 მოიგებენ-რეალობაა. ხშირად შანსის მოცემაც რეალური პრეტენზიაა ჩვენი მხრიდან. მე ვფიქრობ თუ ფიჯის,იაპონიას, ამერიკას, კანადას და მათნაირებს ხშირად მოვუგებთ მერე დაფიქრდებიან და კარებსაც გააღებენ, ახლა კი ესპანეთს, რუსეთსაც- ძლიერი მოტივაციის მიუხედავად, ძლივს ვუგებთ. რეალობა უნდა შევაფასოდ და მეტი ვიშრომოთ
გუსანი
12 თებერვალი 2021 13:02
4
ეს კაცი ნამდვილად მართალია, დღეს იტალია ბევრად უფრო კარგი გუნდია და ბევრად უფრო ევროპულ, სწრაფ რაგბს თამაშოვს ვიდრე ჩვენ, 5 შეხვედრიდან შეიძლება ხუთივე მოგვიგოს. მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია, ჩვენ გვინდა განვითარება, მეტი პერსპექტივა და თუ მოგვეცემა შანსი ძლიერ გუნდებს შევხვდეთ, იქნებ გადავახიოთ კიდეც მალე ბურთი ამ იტალიელებს. არ ვდაობთ, რომ ძლიერი გუნდია ჩვენზე, მაგრამ ჩვენ გვინდა გზის მოცემა, რომელიც უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს და ამაში ჩვენი პოტენციალი აშკარაა. თუნდაც რვა ერზე მეორე, მესამე თამაშები გამართული რაგბით ვითამაშეთ და როცა ეს რეგულარულად გვექნება, აუცილებლად მივუახლოვდებით მათ დონეს!

ჯობია ძლიერებში ვიყოთ ბოლო, ვიდრე სუსტებში ლიდერი!
თემო
12 თებერვალი 2021 11:29
0
იტალია იმდენად ჯობია საქართველოს რამდენადაც ჩვენ რუსეთს ვჯობნით, თანაც ბევრად სანახაობრივ რაგბს თამაშობენ. ევრობოსები სულელები კი არ არიან რომ ჯინაზე გვედგნენ. მათ უბრალოდ არ უნდათ 6 ერისთვის ერთი შეუფერებელი გუნდი მეორე მასზე უვარგისით ჩაანაცვლონ და ეს ფაქტია. ერთადერთი ვარიანტი რაოდენობის გაზრდაა და ეს ზედმეტი თავსატეხია კომერციულად, ამიტომაც იკავებენ თავს.
.......
12 თებერვალი 2021 10:32
1
ეეეეჰ ოში ოშიი, მეგონა ტვინი გედო თავში, გასაგებია რომ ექვსი ერი კომერციული კერძო ტურნირია და ვისაც გინდათ იმას ათამაშებთ მაგრამ იმსახურებსო რომ გაიძახი რითი იმსახურებს მაგარი მაკარონი და ყველი აქვთ? აბა 6 ერში ზედიზედ 18 თუ 20 თამაში აქვთ წაგებული და წლებია სულ ბოლოზე არიან!!! ეს იმას არ ნიშნავს რომ საქართველო ყველას დაანგრევდა მაგრამ პლეიოფის მატჩი მაინც გვათამაშეთ ხოლმე და ვინც მოიგებს ის იყოს ექვს ერში, ვერა?!
ოში ოშიიი
12 თებერვალი 2021 01:11
1
ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ოდენობით როცა ვაჯობებთ მერე იფიქრებენ და ეს კაიხანს ვერ მოხერხდება ასეთ გაძვალტყავებულ ქვეყანაში
შოკირებული გულშემატკივარი
12 თებერვალი 2021 12:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული