რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები არ შედგა

AutoSharing Option
რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. როგორც რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა, ყველაფერი კარგად იქნება და არჩევნები ხელახლა ჩატარდება.

ავჭალის სტადიონთან იმყოფებოდნენ ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი უკვე არჩეულია და დღევანდელი ყრილობა არალეგიტიმური იყო. შეგახსენებთ, რომ ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ იოსებ ტყემალაძე იყო დარეგისტრირებული. როგორც ცნობილია, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. აქედან გამომდინარე, აბუსერიძე დღეს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

alt

"დელეგატებზე ზეწოლა იყო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს" - სოსო ტყემალაძე

alt"წადი!.. წადი!..." - ავჭალის სტადიონის შესასვლელში დაძაბულობაა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ, ყველა უკლებლივ.
Რეზო
14:38 24-02-2021
1
Არ ვწერ ხოლმე აქ კომენტარებს მაგრამ ამომივიდა ყელში რა და ვიტყვი რომ აი თქვენ ვისაც გგონიათ რომ ივანიშვილმა 100მ ჩადო რაგბიში მაგრა მოტყუვდით. ნათესავი მყავს რომელიც ივანიშვილთან მუშაობდა და ყველაფერი იცის. Ეგ ფული საქართველოს ბიუჯეტიდან არის აღებული და არა მისი ჯიბიდან. Ნუ ბრიყვდებით რა ხალხო და ცოტა გამოფხიზლდით
Ლუკა
15:36 24-02-2021
16

სიახლეები პოპულარული