იტალიის ნაკრების ექსმწვრთნელი: საქართველო 6 ერში უნდა მიიღონ

AutoSharing Option
იტალიის რაგბის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სამხრეთაფრიკელმა ნიკ მალეთმა, ბრიტანულ express.co.uk-ს ინტერვიუ მისცა და საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა.

"ჩვენ იმაზე ვისაუბროთ, საქართველოს თუ რუმინეთს, ან ნებისმიერს, ვინც მზად არის, როგორ მისცენ 6 ერში მონაწილეობის უფლება, ვიდრე დაქვეითებისა და დაწინაურების ინსტიტუტი შექმნან.

მსოფლიო რაგბიმ უფრო ფართო მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს იმ გუნდებისთვის, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არიან და ერთი ნაკრები მეორით არ უნდა ჩაანაცვლოს.

შეიძლება ახლა საქართველო იტალიისთვის ზედმეტად რთული მეტოქეა, მაგრამ იყო დრო, როცა საქართველო შოტლანდიისთვისაც არანაკლებად ძლიერი იყო.
აბა, რას იტყვით, როგორი იქნებოდა, შოტლანდიას პლეი-ოფის მატჩში ეთამაშა?

იმაზე უნდა იფიქრონ, ეს ბიჭები როგორ ჩართონ თამაშში და არა იმაზე, ერთმანეთში როგორ ითამაშონ ხოლმე. განვითარებას ვერ შეძლებ, თუ საქართველო ესპანეთს, გერმანიას, რუმინეთსა და რუსეთს ეთამაშება. იმათ კი მოუგებ, მაგრამ ამით რა?!

ყოველი წლის ნოემბერში ტიერ 1-ის წარმომადგენელ ნაკრებთან გამართული ერთი შეხვედრით პროგრესს არ უნდა ელოდნენ. ამ დონეზე რეგულარულად უნდა ითამაშონ.

საქართველო ამ გათამაშებაში უნდა შეიყვანონ. ამ ქვეყანაში, იტალიისაგან განსხვავებით, რაგბი და ჭიდაობა სპორტის ეროვნული სახეობებია. ჩადით თბილისში და სტადიონზე მოსულ 50 000 ადამიანს ნახავთ. როცა რუსეთს ეთამაშებიან, საომარი ზონა გეგონება, ისეთი ვნებით თამაშობენ", - განაცხადა მალეთმა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ლობისტები გვჭირდება მსოფლიოს რაგბის მასშტაბით წონიანი ხალხი ნიკ მალეთი და უფრო წონიანები რომლებიც ყველგან იტყვიან რომ გვეკუთვნის 6 ერი.ლობისტებს კიდე ან ფული უნდა ან გული.მერეიქნებ გამოვიდეს რამე.ყველგან საჭიროა ლობი.არადა 6 ერში რამდენიმეწლიანი თამაშით გაიზრდება ნაკრები.
მორაგბე
03 მარტი 2021 13:00
0
რით ვერ მიხვდით, ბატონმა ბიძინამ მოითხოვა სახელმწიფოსა პირადად მის მიერ გაცემული თანხების ხარჯვის კონტროლი რადგან აქამდე გაწეულ ხარჯთაღრიცხვაში ეჭვი შეეპარათ. იტყვით არ არის მართალი? მამაცხონებულნო ფაქტიურად ჩემი ჯიბიდან ფულს გაზლევთ იმისთვის რომ რაგბიში დაიხარჯოს, თქვენ კი იპარავთ? ჰოდა ეს კონტროლი არ უნდა არავის.
emigranti
26 თებერვალი 2021 03:37
2
რაგბის კავშირის გაუქმება უკანონობა იქნება და არც არის საჭირო. მთავრობას შეუძლია პირდაპირ დააფინანსოს ნაკრები კავშირის გვერდის ავლით. ფული რომ აღარ ექნებათ, მხოლოდ ენთუზიასტები დარჩება კავშირში.
გიორგი
25 თებერვალი 2021 21:52
1
ამაყი ვიყავი, ქართული რაგბით ვამაყობდი! მართალი გითხრათ სულ არ მინდოდა 6 ერში გვეთამაშა. სადაც ვიყავით იქ გამარჯვებებს სჭედდნენ ჩვენი ლომივით ბიჭები. ეს მახარებდა, ეროვნულ სიამაყეს მანიჭებდა. ყველაფერში, ყველა საქმეში დამარცხებული ხომ ვერ ვიქნებოდით, რაღაცაში მაინც ხომ უნდა გაგვემარჯვა და ეს რაგბი იყო?! ხოდა ახლა ვხედავ, რაგბის ფედერაციის მესვეურების გამო ეს რაგბიც ინგრევა, უკან მიდის საქმე! თვალზე ცრემლი მერევა. მთარობავ, ღარიბაშვილო-ჯიგრიანო კაცო გააუქმეთ ეს რაგბის ფედერაცია, საერთოდ გააუქმეთ... ეს უკვე ავგიას ბოსელია. სხვა არაფერი ეშველება ამ ამბავს!!
aburjga
25 თებერვალი 2021 18:58
5
ᲦარიბაᲨვილო ჯიგრიანო კაცოო და ეს ნორმალურია?
მᲗავრობის მესვეურნი არ აფაᲗურებენ ხეელს რაგბის კავᲨირᲨი?
ბაᲗუ
25 თებერვალი 2021 21:30
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული