ირლანდიელი ვეტერანი მორაგბე: საქართველოსა და მსგავს გუნდებს 6 ერში არაფერი ესაქმებათ

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის ნაკრების ყოფილმა მორკინალმა შეინ ბაირნმა RTE-სთან მიცემულ ინტერვიუში "6 ერის" შესახებ ისაუბრა და საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.

"იტალიელების საკითხზე სულ ვფიქრობდით და ყოველთვის ერთ აზრზე ვიყავით, რომ მათ საქართველოსა თუ მსგავსი ნაკრები გუნდებით არასდროს ჩავანაცვლებდით, "6 ერს" მეორე დონის ტურნირად არ გადავაქცევთ.

მაგრამ, თუ "6 ერს" არგენტინა ან სამხრეთი აფრიკა შემოუერთდება, სხვა თემაა, ეს უკვე მომხიბვლელი ჩანს", - თქვა ბაირნმა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
დიდი ამბიციები კი გვაქვს მაგრამ ბოლო წლებში რუსეთის და ბელგია/რუმინეთის გარდა ვისთან ვაჩვენეთ ნორმალური შედეგი ? რუსეთმა ლამის მოგვიგო ბოლოს საერთოდ, სრული რეგრესია სახეზე . იტალია არ იმსახურებსო და შეგხვდა მოგვიგო უშანსოდ იმ იტალიამაც. სულ ამ ადგილას ვიქნებით იმიტომ რომ არ ვართ ტრადიციული რაგბის ქვეყანა ჩვენ არც ფინანსურადაა საინტერესო საქართველო 6 ერისთვის.
Tom
02 მარტი 2021 17:30
15
ხალხოოო....

წელიწადზე მეტია ფედერაციის ხელმძღვანელობა ვერ ავირჩიეთ, მილიონების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი ყოფილი თუ ამჟამინდელი "სასტავები" ისევ ქართული რაგბის სიყვარულზე ლექციებს გვიკითხავენ და რომელ 6 ერზე ვსაუბრობთ გამაგებინეთ?!
დიმა
03 მარტი 2021 09:13
1
ექვს ერში თამაშის გარდა მაქინატორობაშიც გვჯობიან, აბუსერიძე არ ყავთ თორემ გააგებინებდა უკვე მთელ სამყაროს.
ლუკა
03 მარტი 2021 11:02
0
მართალია ეს კაცი და რას ერჩით? შევხვდით ჩვენ იტალიელებს და სამარცხვინოდ წავაგეთ. იმისათვის, რომ შენ თამაშის სწავლა გინდა, ჩემი ლიგის დაკნინების ხარჯზე ვერ გაავაკეთებო.
ჰავლაბრელი ტიღუა
03 მარტი 2021 00:01
11
11 ქულით წაგება, თან სტუმრად სამარცხვინო წაგება როგორაა ამიხსენი?
მიპასუხე
03 მარტი 2021 02:46
1
სამწუხარო სიმართლე.
gio
03 მარტი 2021 00:27
6
გამარჯობათ ქართველებო!
აქ ჩემის აზრით საქმე სულ სხვა რამეშია. ძირითადად მსოფლიოში რაგბი მონოპოლიზირიბული აქვთ ანგლო-საქსებს. ბიზნესად, "საკუთარ დუქანად" აქციეს ეს სპორტის სახეობა. არც საქართველო და არც სხვა ვინმე ვისგანაც ფულს არ იშოვიან არ აინტერესებთ.
ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი (ყველა ასაკში, ყველა გუნდის დაშვებით, არა ისე როგორც ეხლა 18 წლამდელებში და 20 წლამდელებშია ევროპა 6 ერის გუნდების გამოკლებით), ჩატარდეს ღიად საკლუბო ტურნირები, როგორც ფეხბურთში.
მთავარი აქ ის არის, რომ ამ ანგლო-საქსებს არაფრის დიდებით რაგბის სიკეთეების სხვებზე გადანაწილება არ სურთ!
ჩვენმა და სხვა ევროპულმა ფედერაციებმა მათთან სწორედ თანასწორუფლებიანობის - სამართლიანიანობის დასამკვიდრებლად უნდა იბრძოლონ.
დავუშვათ მიგვიღეს იტალიის მაგივრად, რა შეიცვლება სპორტული სამართლიანობის მხრივ? არაფერი.
სწორედ ამ უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ ყველა ერთად.
გორდა
03 მარტი 2021 08:20
0
რაგბი თუარა ესეც იყოს რამე განსაკუთრებული. ვერასდროს მივა რაგბი და ვერცერთი სპორტი ფეხბურთთან ...
ლაშა
03 მარტი 2021 01:06
12
მართალია ეს კაცი, მითუმეტეს ფედერაციის არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჩვენ მარტო თამაშით კი არა ადმინისტრირებითაც არაფერი გვესაქმება ღრუსეთს გარდა არსად.
hhh
03 მარტი 2021 20:05
3
ტყუილი რა თქვა
vaaax
03 მარტი 2021 14:03
7
ნახევრად სიმართლე ტყულიზე უარესი არაა?
ესენი იჯგიმებიან ჩვენ ვიცით რაგბი და სხვებზე მაგრები ვართო, მაგრამ ამას როგორ აღწევენ და ეს მათი გზა რამდენად არის სამართლიანი (არა მხოლოდ ჩვენთან, ზოგადად ყველა ამ სპორტით დაინტერესებულთან მიმართებაში) ამაზე უკვე არაფერს არ ამბობენ, ან რასაც ამბობენ მხოლოდ ვირეშმაკულად, ისე, რომ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ მაგათ ნათქვამს!
გორდა
03 მარტი 2021 14:44
2
ყველაფერი აბანოში გამოჩნდება! აი პორტუგალიასტან და რუსეთტან გასვლებზე გამოჩნდება. ორთაჭალის ბაღში ვანახეთ დღეს რაცა ვართ. ახლა ცხრა ზღვა და ცრა მთა გვაქვს გასავლელი. თუ რკინის ქალამდები არ ჩაიცვა ამ ნაკრებმა, თან რკინის ჯოხი ხელთ არ აიღო - ემანდ რამე შარს და ხიფათს არ გადავეყაროთ.
vahmeeee
03 მარტი 2021 10:29
1
აუუუუ მისმინეთ! გვეხვეწონ რა რომ 6 ერში ვითამაშოთ.
ლუკა
02 მარტი 2021 21:10
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული