ირლანდიელი ვეტერანი მორაგბე: საქართველოსა და მსგავს გუნდებს 6 ერში არაფერი ესაქმებათ

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის ნაკრების ყოფილმა მორკინალმა შეინ ბაირნმა RTE-სთან მიცემულ ინტერვიუში "6 ერის" შესახებ ისაუბრა და საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.

"იტალიელების საკითხზე სულ ვფიქრობდით და ყოველთვის ერთ აზრზე ვიყავით, რომ მათ საქართველოსა თუ მსგავსი ნაკრები გუნდებით არასდროს ჩავანაცვლებდით, "6 ერს" მეორე დონის ტურნირად არ გადავაქცევთ.

მაგრამ, თუ "6 ერს" არგენტინა ან სამხრეთი აფრიკა შემოუერთდება, სხვა თემაა, ეს უკვე მომხიბვლელი ჩანს", - თქვა ბაირნმა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვიცი ბევრს არ ესიამოვნება რასაც დაწერ,მაგრამ ისიც ვიცი,რომ სიმართლეა:თუ ასე გაგრძელდა ორ წელიწადში რუსების ბულკები გავხდებით.ისეთი რეგრესი წავა რაგბში რუმინეთი მონაგონი იქნება.იმასაც დავწერდი რაც ხდება ქართულში რაგბში და რატომ ხდება,მაგრამ დამბლოკავს ადმინი.ორჯერ დავწერე აქ და ორივეჯერ დავიბლოკე.ისე ერთხელ არ წამიკითხია რომელიმე ჟურნალისტს დაეწეროს კორუფციის შესახებ რომელი სპორტულ ფედერაციებში.საქართველო იმდენად პატარაა და ის რაც ხდება სხვადასხვა ფედერაციებში იმდენად ადვილი შესამჩნევია,რომ ყველა ყველაფერს ვამჩნევთ,ვხედავთ,ვიგებთ გარდა სპორტული ჟურნალისტებისა,მაგრამ არიან მომსხდარი თბილად და ბევრს სპორტული ჟურნალისტობა საიტებიდან ინფოს გადმოთარგმნა ჰგონია მარტო.
ბაბუაწვერა
02 მარტი 2021 16:42
2
100%-ით გეთანხმები რუმინეთი არავის ხელწამოსაკრავი გუნდი არ იყო, მაგრამ დღეს ხედავთ რა დღეშიცაა იქაც ზუსტად იგივე პრობლემები შეიქმნა რაც ჩვენთან დღეს და ყველაფერს მომჯდარი ერთი კაცის ხელი რო ტრიალებს მანდაც ეგეც არი, არც მაგისი სტადიონი გვინდა და არც ხელფასი ეგეთი. უსადიონოდ და ასფალტზე და ხრეშზე ნათამაშებმა ხალხმა წაწია ქართუი რაგბი წინ.
me
02 მარტი 2021 17:55
8
ასეთი ადამიანები არიან ზუსტად უინტელექტო და გონება ჩლუნგები, ეხ ბიძიკო მარტო მაგ 6 ერით შორს ვერ გაფრინდებით, პირიქით თუ განვითარება უნდა რაგბს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა ჩაერთოს მის პოპულარიზაციაში.
gio
02 მარტი 2021 16:57
12
სამწუხაროდ ჩვენი რაგბი თავდაღმართში დაეშვა,ეს,რომ ასეა ბოლო დროს შერკინებაში გამოჩნდა ჩვენი უსუსურობა,სხვას რომ არაფერს შევეხო-ეს მწარე სიმართლეა.
მწვრთნელიც შესაცვლელია,მიდგომაც და რაგბის უსუსური ხელმძღვანელობაც,დაჭამეს ერთმანეთი ფულის გულისთვის.
ზასტაველი
02 მარტი 2021 18:39
5
ამ მიდგომის ხალხი მეზიზღება, რამე რომ იციან და ისე კვდებიან არავის არ ასწავლიან ხოლმე, ბევრმა საიდუმლო რეცეპტები წაიღო საფლავში..........ეს ნაგავი და გონებასუსტი ირლანდიელიც მათ სიაშია, მოვიდეს ისწავლოს შენგანან რამე ვინმემ, რატომ არ უნდა გსიამოვნებდეს ასეთი რამ საკვირველია, ითამაშოს ბევრმა უკეთესად,
მსოფლიო გახდეს უკეთესი,რა მოხდება?
გელა 8
02 მარტი 2021 21:17
6
Lasha, კი, მაგრამ ეს არგენტინაც რომ ჩვენისთანა იყო და სამხრეთელებმა იკადრეს და "გაზარდეს" მაგ ამბავს რა ვუყოთ? სამხრეთშიც ასე რომ წფიქრათ არგენტი.ასაც ხომ არ იკადრებდა.
ლუკა
02 მარტი 2021 23:48
0
რეალობა არის მასეთი, რა იზამ. 2015 წლის მერე პროგრესი არ განგვიცდია. იაპონიას, ფიჯის, არგენტინას შევადაროთ თავი. ბობოლებთან თამაშისას ახლოსაც არასდროს ვყოფილვართ გამარჯვებასთან. ეს მაშინ, როდესაც მაჩანჩალა იტალიამაც კი, 5 ერში შესვლამდე არაერთხელ მოუგო ბობოლებს...
Lasha
02 მარტი 2021 23:12
1
6 ერს და რაგბი ევროპის შუაში ვართ გაჩხერილები, პროგრესი თუ არ გავარძელეთ, კი ვიქნებით ასე შუაში. ჩვენი დონის გუნდებთან უფრო მეტი უნდა ვითმაშოთ. მაგრამ ჯერ ფედერაცია უნდა დალაგდეს, თავს ნუ მოიჭრიან მთლად...
ქუთაისელი
02 მარტი 2021 18:38
3
სრული სიმართლეა არანაირად არ ვიმსახურებთ 6 ერთი ყოფნას, გორგოძის და ძლიერების ხარჯზე ჭიდაობით მოგებული რაგბი არ ფასობს და არც საინტერესოა ნეიტრალური მაყურებლისთვის, ერთი საშუალო დონის ნაკრები გვაქვს და ამდენი ფული რაც რაგბში ჩაიდო სხვა სპორტში,რომ დახარჯულიყო მინიმუმ მსოფლიოზე კარგ შედეგებს დადებდა ის სპორტი. კორუფციაში იხრჩობა რაგბის სამყარო და 6 ერზეა პრეტენზიები . ვის სჭირდება საქართველო იქ ? ან აქ ჩამოფრენა და ეგ ხარჯები უღირთ 6 ერთი რო მიგვიღონ ? სანაცვლოდ რას ვაძლევთ იმათ ჭიდაობას და ძალისმიერ თამაშს?
Simartle
02 მარტი 2021 17:33
22
სულ იმაზე ვფიქრობ 2007-ში რომ მოგვეგო ირლანდიისთვის ის 14-10 თამაში როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი
წარსული წარსულად დარჩეს
02 მარტი 2021 18:09
1
ქართული რაგბი სამწუხაროდ დაეშვა და მისი სეჩერება რთული იქნება რადგან ქევივით უფრო მოყინულია ასე რომ სანამ ახალი გორგოძეები და ზირაქაშვილები კოლელიშვილები მოვლენ სამწუხაროდ მოგვიწევს იმის სგუებაც რომ მალე რუსებთანაც მოგება დიდი ამბავი იქნება არაფერს ვამბობ ესპანეთსა და პრტუგალიაზე რუმინეთი კი ჩვენსავით დაშვებულია უკვე კაი განია და შეჩერების არანარი რესურსი არ ჩანს.
ქუთაისელი
02 მარტი 2021 19:47
4
ეხლა რომ დაიწყება რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ყველა გუნდს უპრობლემოდ უნდა ვაჯობოთ, როგორც რუსეთთან გაგვიჭირდა მოგება, ისე თუ იქნა სხვებთან, ძალიან ცუდი იქნება და არც არავინ ჩაგვთლის 6 ერში თამაშის ღირსად
Nukri
02 მარტი 2021 19:36
5
რად გინდათ ამდენი ბაზარი ამ 6 ერზე ??? ვეღარ გაიგეთ რო ეგ არის კომერციული ტურნირი, თავიდანვე ეგრე შეიქმნა და უფრო მაგრებიც რო ვიყოთ არ შეგვიყვანენ ჯერ (ბილეთს ვინ იყიდის თბილისში ირლანდია რო ჩამოვა და 50 ფუნტი ანუ 230 ლარი რო ეღირება ბილეთი???) ბიზნესია 6 ერი და რა გაახურეთ საქმე ამ უაზრო პოლემიკით/ სტადიონზე შევა ჰა ჰა ჰე 2000 კაცი და ვის აწყობს ეხლა ეგ? იტალია აგებს თუ იგებს სტადიონი სავსეა ყველა თამაშზე და ტელევიზიებიც მაგარ მაყუთებს იხდიან ... აბა ჰე გამოიტანეთ ეხლა დასკვნები
ბაბუ
03 მარტი 2021 12:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული