"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა..." - სოსო ტყემალაძის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის დღეს არჩეულმა პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ პირველი პრესკონფერენცია გამართა:

"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა და რაგბის კავშირს პრეზიდენტი ჰყავს. ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ საქმეზე. აბუსერიძის მხარდამჭერებს მივმართავ, ძალადობის გარეშე მოხდეს ყველაფერი, რადგან ეს მათ აზიანებთ.

მე მათი მხარიდან ილია ზედგენიძე დავასახელე რაგბის კავშირის გამგეობის წევრად, განათლებით გამოვარჩიე ის. დროებითი გამგეობის წევრებად სხვებიც დავასახელე, მათ შორის, ორი ქალბატონი. თუ ისინი სასამართლოსა და კანონს არ დაემორჩილებიან, რაგბის თემის გარეთ დარჩებიან.

სიცრუე იყო, რაც ქედის გუნდის შემთხვევაში მოხდა, 7
თვის ბავშვის საკითხი გამოიყენეს. "არმიის" კლუბის გუშინ შეცვლილ პრეზიდენტზე მათ ჰკითხეთ. ირაკლისა და მისი მომხრეებიდან ბევრი სიცრუე იყო. ვინ იყო მოსული ჩემ მხარდასაჭერად, იმათაც პროვოკატორებად მოიხსენიებდნენ, რაც ასე არ ყოფილა.

თანამშრომლობისთვის ყველასთან მზად ვარ. ცხადია, ურთიერთობა კონსტრუქციული უნდა იყოს. 30-40 ათასი მორაგბეა, აქ კი 300-500 იყო მოსული, ისინი უმცირესობაში არიან.

საქმის მიმართ ძალიან მძიმედ ვარ განწყობილი. დაახლოებით 6 მილიონი ლარია ვალი. არ ვიცი, რაგბის კავშირში არც ვყოფილვარ, მივიდე უნდა, ვნახო დოკუმენტები. საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას არ მივიღებ. შევკრებ გამოცდილ მწვრთნელებს, ისინი შეაფასებენ გაწეულ მუშაობას" - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. მანამდე „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.



მკითხველის კომენტარები / 12 /
რეესტრის ამბავი ჯურნალისტებს უნდა აეხსნათ წესიერად და ცემა-ტყეპამდე არ მივიდოდა საქმე. რეესტრმა დაადგინა რაგბის კავშირის წესდება დაირღვაო. არჩევნების ორი სახე არსებობს, თავდაპირველი, პირველი ტური და განმეორებითი, ანუ მეორე ტური. ქვორუმი ამაზეა დამოკიდებული. პირველ ტურში უნდა გამოცხადდეს ნახევარზე მეტი ნამდვილი წევრი (კლუბი) და ამასთან მათ უნდა ჰქონდეთ ხმების 2/3 მაინც. საქმე ისაა, რომ ზოგ კლუბს 2 ხმა აქვს და ზოგს კი 1. კავშირში სულ დაახლოებით 80 ხმაა და ეს იცვლება კლუბების დაბადება-გაქრობით. მეორე ტურში ქვორუმს ჰყოფნის ხმების ნახევარზე მეტი, ანუ დაახლოებით 41 ხმა, ხოლო გამარჯვებას ამის ნახევარზე მეტი. პირველ ტურებში ვერ გაიმარკვა ვერც აბუსერიძემ და ვერც ტყემალაძემ. წესდების მიხედვით მეორე ტური აუცილებლად უნდა ჩატარდეს 10-30 დღეში. ტყემალაძის შემთხვევაში ასეც მოხდა, მაგრამ აბუსერიძის შემთხვევცაში ეს მოთხოვნა დაირღვა, რადგამ არჩევნები ერთი წლის შემდეგ ჩატარდა. რეესტრმა დაადგინა, რომ 2020 წლის 30 დეკემბრის არჩევნებში წესდების ეს მოთხოვნა არ შესრულდა და შესაბამისად არჩევნების შედეგი ბათილიაო.
გიორგი
12:27 11-03-2021
4
ხალხო ერთი ვერ გავიგე და ვინც ჩემზე მეტად ჩახედული ხართ იქნებ ამიხსნათ? აბუსერიძემ გაიმარჯვა ხომ პირველად? რეესტრმა არ დაარეგისტრირა. მიზეზი რა ითქვა? დარღვევებით გაიმარჯვა და იმიტომ არ დაარეგისტრირა? თუ ისე უბრალოდ არ ვარეგისტრირებთო და ვსო? მართლა ვერ გავიგე, გეხვეწებით რა თუ ვინმემ იცით მეტი იქნებ არ დაიზაროთ ერთი-ორი სიტყვით?
ლევანი
20:17 10-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული