მადრიდში შეხვედრა 14 მარტს, საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში საქართველომ პორტუგალიას ლისაბონში ხუთი ლელო გაუტანა და ბონუსით, 29:16 დაამარცხა. ესპანეთი პირველ ტურში ისვენებდა.
6 მარტის მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" პორტუგალიაში, სპორტულ ბაზაზე დაბრუნდა და ორდღიანი დასვენების შემდეგ ესპანეთისთვის მზადებას შეუდგა.
მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იქნება:
„
დასასვენებლად საკმარისი დრო გვქონდა და რეაბილიტაცია კარგად გავიარეთ. იყო მცირე ტრავმები. ორი მოთამაშის გარდა, უკვე ყველა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დავხვეწეთ ის კომპონენტები, რაც პორტუგალიასთან არ გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებთ, რომ სრულად შევძლებთ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებას“.
განვლილი კვირით კმაყოფილია "ბორჯღალოსანთა" მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომელსაც პორტუგალიასთან არ უთამაშია:
„
განვლილი კვირით კმაყოფილია "ბორჯღალოსანთა" მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომელსაც პორტუგალიასთან არ უთამაშია:
„გრძელი მოსამზადებელი კვირა გვქონდა და ოთხი სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარეთ. ვიმუშავეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებასა და ძლიერი მხარის გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, ზეგინდელი თამაშისთვის მზად ვართ“.
"ბორჯღალოსანი" გელა აფრასიძე მომავალ თამაშს ასევე გამარჯვების იმედით ხვდება: „ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა. ნაყოფიერი სავარჯიშო კვირა გვქონდა. ესპანეთს უფრო მომზადებული ვხვდებით, ვიდრე პორტუგალიას და იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“.

rugby.ge