მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" წელს გამართული მატჩებიდან კალინინგრადში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და რუსეთი 25-ე რკენში 23-ედ, აქედან ზედიზედ მე-20-ედ დაამაცხეს – 23:6. ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, "ბორჯღალოსნების" სახელით მიუსამძიმრა აშშ-ში გარდაცვლილი ყოფილი მორაგბის, გიორგი ლომთაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მას ეძღვნებოდა:

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ - გიორგი ლომთაძე, "ჩორნა" და ეს თამაში მას ეძღვნებოდა… ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი
ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს…

რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. თავისთავად იყო შეცდომებიც, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა ვთვლი, რომ მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასპექტები ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს, სანახაობრივი ლელოები გავიტანეთ და შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო თავდაჯერებული ვიქნებით".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოსათვის ყოველი ადამიანის დაკარგვა,უდიდესი ტრაგედიაა და კიდევ უფრო მძიმეა,ჯანღონით სავსე ახალგაზრდა რომ გამოგვეცლება ხელიდან.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
სოსო
13:15 21-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული