"უელსი - ინგლისი დიდი თამაშია? თქვენ თბილისში საქართველო - რუსეთი ნახეთ" - ამბობს კანადელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
კანადის მორაგბეთა ნაკრებს უკვე 3.5 წელია სათავეში უელსელი კინგსლი ჯონსი უდგას, რომელიც 2012-2014 წლებში რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იყო. 51 წლის სპეციალისტმა Walesonline-სთან ინტერვიუში „ბორჯღალოსნებისა“ და რუსეთის მატჩებზეც ისაუბრა:

"მსოფლიო რაგბის საბჭოშიც რომ დავიწყო მუშაობა, გგონიათ იქ სიგარის მოწევითა და ლუდის სმით შევიქცევ თავს? ვერც კი გადმოგცემთ სიტყვებით, თუ რამდენად დიადია ჩემთვის ეს თამაში. ისეთ ადგილებში ვიყავი, სადაც ყოფნას ვერც წარმოვიდგენდი და ეს ყველაფერი რაგბის დამსახურებაა. რუსეთის სამხრეთში დაღესტანში ვიყავი, კრასნოიარსკში, მოსკოვში, სოჭში. ეს მართლაც შესანიშნავია.

თქვენ ფიქრობთ, რომ უელსი
- ინგლისი დიდი თამაშია. მაშინ გაემგზავრეთ და თბილისში საქართველოსა და რუსეთის მატჩს უყურეთ. იქ თვალები მართლაც გაგიფართოვდებათ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა კარგად დაახასიათა ეს უმნიშვნელოვანესი თამაში. საღოლ
grisho
21:38 21-05-2021
1
რუსებმა ასწავლეს რაგბის ანაბანა
lokomotiv tiflisi
08:56 24-05-2021
3

სიახლეები პოპულარული