"ბორჯღალოსნები" - "ბოკესთან" მეორე ტესტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებსა" და სამხრეთ აფრიკას შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე ტესტ-მატჩი შესაძლოა, ვეღარ ჩატარდეს.

მიზეზი COVID 19-ია. საქართველოს ნაკრების სამი წევრის, ასევე "სპრინგბოქსის" ოთხი მოთამაშის და კიდევ ექვსი წარმომადგენლის (მათ შორის, მთავარი მწვრთნელის) ტესტირებამ ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

სიტუაციას სამედიცინო საკონსულტაციო ჯგუფი (MAG) სწავლობს და ის დასკვნას ოთხშაბათს დადებს. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი იური რუ იმედოვნებს, რომ თამაში მაინც შედგება:

„ეს დიდი უიღბლობაა. საქართველოსთან მეორე ტესტ-მატჩის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ველით MAG-ის დასკვნას, რომელიც მონაცემებს სწავლობს და საბოლოო
გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. პრიორიტეტი მატჩის ჩატარებაა“.

დამატებით ინფორმაციას სიტუაციის გარკვევისთანავე მოგაწვდით.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მომეწონა, მაგარი გუნდი გვყავს. პერსპექტიული ერთი-ორიც თუ გამოჩნდება ვინმე შეიძლება სენსაციაზე ფიქრიც.
sddd
15:10 08-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული