"ბორჯღალოსნები" vs "ლე ბლე" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ბორდოში "ლე ბლესთან" გასამართ ისტორიულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბორჯღალოსნებმ"ა "მატმუტ ატლანტიკზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს მზადების დასკვნით კვირაზე კითხეს, რომელიც გუნდმა ბორდოში გაიარა.

"კვირა ძალიან კარგად იყო გაწერილი, დაბალანსებული დატვირთვებით და დასვენებით. ვარჯიშებს შორის ორი დასვენების დღე გვქონდა, რაც ნაყოფიერად გამოვიყენეთ და თამაშს ენერგიით შევსებული ვხვდებით" - თქვა მაისაშვილმა, მოწინააღმდეგის შესახებ კი განაცხადა:

"ორი მგეზავით არაერთი გუნდი თამაშობს და ამას აქვს თავისი დადებითი მხარეები. არგენტინასთან მატჩში გუნდმა ყოველთვის ვერ შეძლო სათამაშო გეგმის
შესრულება, თუმცა საბოლოო მიზანს მაინც მიაღწია და გამარჯვება მოახერხა".

"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მეტოქის შემადგენლობის შესახებ ისაუბრა:

"საფრანგეთს ისეთი მორაგბეები ჰყავს, ვინც არ უნდა დააყენოს შემადგენლობაში, მაინც ძლიერი გუნდი იქნება და სხვას არც ველოდით. მოხარულები ვართ, რომ მათ არჩევანი საუკეთესოებზე შეაჩერეს და ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად ველოდებით.

იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის ტოპ ლიგებში მიღებული სათამაშო პრაქტიკა და მოთამაშეების ცნობა დაგვეხმარება, რომ მოულოდნელი მომენტები თავიდან ავირიდოთ, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ. ჩვენი მოთამაშეების დიდი ნაწილი საკმაოდ კარგად იცნობს მათ სათამაშო არსენალს".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებით ბიჭებო!!! ისე, გამოცდილება და კლასი ჩილაჩავასა და ჟვანიას რომ აქვთ, ისეთი უნდა. სამწუხაროა ეს ინტრიგები.
გიორგი
19:53 13-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული