ორი ლელო საფრანგეთთან - საქართველოს ნაკრები გასვლაზე გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბორდოში საფრანგეთთან ტესტ-მატჩში 15:41 დამარცხდა.

მასპინძლები შეხვედრას სრული სერიოზულობით მიუდგნენ - ეს შემადგენლობის გამოცხადებისთანავე ცხადი გახდა. დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

პირველ ნახევარში "ბორჯღალოსნებში" ისევ დისციპლინარულმა პრობლემებმა იჩინა თავი - საწყის წუთებზე რამდენჯერმე დავჯარიმდით, რასაც ცოტა მოგვიანებით თედო აბჟანდაძის გასინბინებაც დაერთო. ცხადი ხდებოდა, რომ დროთა განმავლობაში "ლე ბლეს" უპირატესობა იკვეთებოდა და პირველი ნახევარი მასპინძლებმა 24:3 მოიგეს.

ქართველმა მორაგბეებმა საწყისი ნახევრის უმეტესი ნაწილი ბურთის გარეშე ჩაატარეს. სტატიკურ ფაზებში არა გვიშავდა - მეტოქეს იოლად არაფერს ვუთმობდით.

მეორე ნახევარში
მეტოქის ნახევარზე აგრესიულ თამაშს მერაბ შარიქაძის კარგი თამაში და ვასილ ლობჟანიძის მშვენიერი ლელო მოჰყვა."ბორჯღალოსნები" მოულოდნელად, ბურთს მშვენივრად ინარჩუნებდნენ და თამაშის სცენარის სათავისოდ შეცვლაც მოახერხეს.

ქართველმა მორაგბეებმა თამაში შერკინებაშიც გამოასწორეს და მერე კიდევ უფრო კარგი ლელო ვიხილეთ - ლამაზი და მრავალფაზიანი კომბინაციის შემდეგ, აკაკი ტაბუცაძემ მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანი აიღო - 31:15.

შეხვედრის ბოლოს "ბორჯღალოსნებს" აშკარად დაღლა დაეტყოთ, ფრანგებმა რამდენიმეფაზიანი შეტევები მოგვიწყვეს და საბოლოოდ 15:41 წავაგეთ.

ლევან მაისაშვილის გუნდი 20 ნოემბერს უკვე ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმუტ ატლანტიკ“. 14 ნოემბერი
საფრანგეთი – საქართველო 41:15 (24:3)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

2 ლელო: ლობჟანიძე, ტაბუცაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: ნინიაშვილი
2 სინბინი: აბჟანდაძე, საღინაძე

მკითხველის კომენტარები / 34 /
თუ ისევ, მამუკაშვილი და ჭყოიძე ათამაშა , ფიჯი გადაგვირბენს... ჩილაჩავამო მიწოლოს მეტი არაფერი იცისო , არადა ლელოებს იტანს და სიმბოლურებში ხვდება.... მაისაშვილო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხართ და არა შტაბის უფროსი... სადაა გიგაური?...აგერ აბანოში გამოჩნდება....მერე ისევ დაუმსახურებელ ყვითელ ბარათებს დავაბრალე.... წარმატებები ბიჭებს, თუმცა გული ცუდს მიგრძნობს....
გიორგი48
15:14 15-11-2021
2
მე ჩვენების თამაშში ტოპ 10-ის თამაში დავინახე!!! ეს იყო ჩვენი პირველი თამაში ხოლო საფრანგეთის მეორე! ვნახოთ ფიჯისთან გამოჩნდება კიდე სად ვართ. ვფიქრობ წინ მივიწევთ აშკარათ
გავაშა
09:50 15-11-2021
3

სიახლეები პოპულარული