ფრანგული პრესა მათი ქვეყნის ნაკრების მიერ ბორდოში ჩატარებულ ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნების“ დამარცხებას (41:15) გამოეხმაურა.
„ეკიპი“: „გასაკვირი არ არის, რომ „ლე ბლემ“ ბორდოში მეტოქეს სძლია - 6 ლელო 2-ის წინააღმდეგ. კარგი გენერალური რეპეტიცია გამოვიდა მომავალ შაბათს „სტად დე ფრანსზე“ „ოლ ბლექსთან“ შერკინების წინ.
რაგბში სასწაულები ხშირად არ ხდება და ქართველთათვის თავისთავად პატარა გმირობას წარმოადგენდა ის, რომ 24-ე წუთამდე საყაიმო ანგარიში იყო (3:3).
ქართველები კარგად გაუმკლავდნენ „სამფეროვანთა“ განუწყვეტელ შეტევებს, ვიდრე მათი ორი მორაგბე არ იქნა გაძევებული. შესვენებაზე საფრანგეთი აშკარა უპირტესობით გავიდა (24:3), რითაც
საკმაოდ დაძაბული სიტუაცია განმუხტა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ კარგად აწყობილი თამაშის შედეგად ორი ლელო გაიტანა, შეცვლაზე შესულმა ფრანგებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის რიგებში საფრანგეთში (ტოპ 14 და პრო დე2) მოასპარეზე 14 მორაგბე იყო. როდესაც მასპინძლებმა თითქოს მოუკლეს, ქართველები გათამამდნენ, თვითდაჯერებულნი გახდნენ, ვიზავის ნახევარზე „დასახლდნენ“ და ანგარიში შეამცირეს (31:15).
ეს გამარჯვება შესაძლოა, ახალზელანდიელებთან შეხვედრისთვის კარგის მომასწავებელი იყოს.
„პარიზიენი“: „ოლ ბლექსთან“ მატჩამდე რამდენიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი და ქართველებთან თამაში ადვილი არ ყოფილა, თუმცა კლასმა საბოლოოდ თავისი საქმე გააკეთა“.