onrugby "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტ სიმონე ბატაჯიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტეს-მატჩის ჩასატარებლად იტალიის მორაგბეთა ნაკრები საქართველოს ეწვევა.
"აძური", თებერვლიდან მარტის ჩათვლით, "6 ერში" მიიღებს მონაწილეობას, ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო შემოდგომაზე სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიასა და მეორე რანგის სარაგბო ქვეყანას უმასპინძლებს.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ივლისში უნდა ჩატარდეს.
"ბორჯღალოსნები" იტალიას ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა - 2003 წელს 22:31, 2018 წელს კი 17:28.