ლევან მაისაშვილი: როდესაც ორი თამაში გაქვს, შემადგენლობის როტაცია ძალიან რთულია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართა და ხვალ, 18:30 საათზე, ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადა.

14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, გუნდს მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად მოკლე კვირა ჰქონდა. სამწვრთნელო შტაბმა ეს პერიოდი ვიდეოანალიზს და აღდგენებს დაუთმო. ძირითადი ვარჯიში ოთხშაბათს გაიმართა, ხუთშაბათი კი საფრანგეთიდან ესპანეთში მგზავრობის დღე იყო.

"ლე ბლესთან" თამაშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. მარქაფაში გამოჩნდნენ მიხეილ ნარიაშვილი და ლაშა ჯაიანი, რომელთაც საფრანგეთთან მცირე ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

"შეკრების დაწყებისას აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, როდესაც მხოლოდ ორი
თამაში გაქვს, ძალიან რთულია შემადგენლობაში როტაციის განხორციელება და ყველა მოთამაშისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დროის მიცემა. ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ და მათიც კარგად მესმის, ყველას უნდა მოედანზე გასვლა და ამას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის.

მწვრთნელებმა ვიმსჯელეთ, შევაფასეთ არსებული სიტუაცია და შემადგენლობაში ის მოთამაშეები დავაყენეთ, რომლებიც ჩვენი აზრით, საუკეთესო ფორმაში არიან. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს თამაში არ მოუწია, ვფიქრობ, ერთად გატარებული 3 კვირა აქტივში უნდა ჩაიწეროს. ვარჯიშებზე ყველა მათგანმა ძალიან დიდი შრომა გასწია, ბევრი დეტალი დავხვეწეთ და ეტაპობრივად ყველა მათგანს ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შესაძლებლობა", - ამბობს შემადგენლობასთან დაკავშირებით მაისაშვილი.

თავის მხრივ, სათამაშო დროის უმეტესი წილი 14, ხოლო 20 წუთი 13 კაცით მობურთალმა ფიჯიმ, გასულ კვირას უელსს დიდი თავსატეხი გაუჩინა და მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გაშვებული 4 ლელოს გამო საბოლოოდ 23:38 დამარცხდა. მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იციან "ბორჯღალოსანთა" ბანაკში:

"ფიჯიმ უელსთან ნაადრევი წითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლული დარჩა, რამაც შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია. ზოგადად, ამ გუნდს ახასიათებს უხეში თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნოემბრის მატჩებში რამდენიმე მოთამაშე აკლიათ, მაინც საკმაოდ ძლიერი გუნდით არიან წარმოდგენილები. ფიჯის აშკარად დაეტყო ფრენჩაიზის შექმნა, რასაც ტოპ 14-ში და ინგლისის პრემიერშიფში მოთამაშე ლეგიონერების გამოცდილება ემატება და დიდი პროგრესი აქვთ. ის გაცილებით დისციპლინირებულ რაგბის თამაშობს, ვიდრე წინა წლებში, განსაკუთრებით, რაქში და ერთ-ერთ სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა.

თუმცა ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ვეცდებით, ის შეცდომები, რაც საფრანგეთთან დავუშვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა, რამდენიმე ჯარიმა დაუმსახურებლად მივიღეთ და ამის შესახებ შესაბამის კომიტეტსაც ვაცნობეთ, მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა და ვეცდებით ამ მხრივ უკეთ გამოვიყურებოდეთ, ვიდრე საფრანგეთთან, რადგან ამ დონეზე, ნებისმიერი მსგავსი შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ კარგად ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები, მომზადებულები ვართ და როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს, მოედანზე შაბათს გამოჩნდება“.

20 ნოემბერს, მადრიდის მახლობლად მდებარე ქალაქ არანხუესში, "დელეიტეზე", თამაში 18:30 საათზე დაიწყება!

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე რამაგრა ასწორებს ამდენი ფანი რომ გვყავს სარაგბო სამყაროში, უამრავი უცხოელი აფეტიშებს ჩვენს ნაკრებზე. სასიხარულოა ნამდვილად, ისეთ კომენტარებს ვაწყდები ინგილესებისგან, ირლანდიელებისგან, ზელანდიელებისგან, ავსტრალიელებისგან და ფრანგებისგან. პირად საუბარშიც რამდენჯერ მითხრეს რომ უყვართ ჩვენი თამაშის ყურება და რამდენიმე გვარს რომ იტყვიან ხოლმე, ზოგს დამუღამებული აქვს უკვე სამხრეთ აფრიკელებს განსაკუთრებით ჩვენი გვარების წარმოთქმა, ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს.
დემე
03:12 20-11-2021
0
ჩემი აზრით მაშტაბური პროტესტის ფორმა უნდა მიიღოს ამათ ვირეშმაკული საქციელი უკვე ყელშია ფიჯისაც არასწორად წააგებინეს არარსებული ლელო ჩაუთვალეს 75წუთზე და ფსიქოლოგიურად გატეხეს კაცნაკლული ფიჯი. როცა უელსი ხარ და მეორე დონედ თვლი გუნდს იმასთან ბოლო წამებზე კაცნალულთან და თან მსაჯის დახმარებით არუნდა იგებდე მაგრამ მაგათვის მთავარი ტაბლოა და მსაჯი.... ერთი თავით მაღლა უნდა იდგე ამ ევროპულ ბობოლა საკრებებთან რომ მსაჯმა გავლენა ვერ მოახდინოს. სამარცხვინოა. ჩემს თვალში ძალიან დაკნინდა იუელსი. საფრანგეთანაც ძალიან ემხრობოდა მსაჯი რა არის ასე რამ შეაშინათ ეს ევროპელები? კაის უშვება ეს ზელანდია თავზე რომ ამხობს ყველაფერს!!!!!
რომა
11:14 20-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული