"ბორჯღალოსნების" საბრძოლო ფრე ფიჯისთან - 15:15 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ არანხუესში ჩატარებული ტესტ-მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის 15:15 დასრულდა.

„ბორჯღალოსნები“ მეტოქეს შეტევითი თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი დააწინაურა, რის შემდეგაც ფიჯელთა მრავალფაზიანი, სახიფათო იერიშის მოგერიება შეძლეს. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში და დერეფანში. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება ვერ მოახერხა, სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და იქით მიიღო ლელო. გარდასახვა კი ფიჯიმ ვერ გამოიყენა. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე საჯარიმო შეასრულა უზადოდ. გამოიკვეთა, რომ მშვიდ, კლასიკურ თამაშში ჩვენი გუნდი დაცვაში უკეთ ირჯებოდა,
ვიზავისთან უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 9:5 მოიგო.

შესვენების შემდეგ ფიჯიმ გამეტებით შემოგვიტია, ლელო ვერ გაიტანა, თუმცა საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული „ბორჯღალოსნებმა“ ისევ დაიწყეს იერიშების მიტანა, აბჟანდაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ მერე ფიჯიმ ლელოც გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა ვიზავის გააფთრებულ იერიშებს გაუძლეს და საბოლოოდ საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

5 ჯარიმა: თედო აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
ნინიაშვილი ამ ნაკრებს აღემატება !

კვესელაძეს რა ჭირს? რატოა ასეთ კატასტროფულ ფორმაში?

ის ლელო აქეთ უნდა დაგვედო და არა გაგვეშვა

მსაჯი კარგი იყო, ლაინსმენი ძონძი
სსსს
20 ნოემბერი 2021 20:35
0
არავინ არ დაწეროს ეხლა რო ნაკრებს პროგრესი აქვს. 80 წუთის მანძილზე 5 მეტრიანში ერთხელაც ვერ შევედით არ შეიძლება ესე თამაში. ნინიაშვილის თამაშით აღფრთოვანებუკი ვარ, ჰაერში 19 წლის ბიჭი ესე თამაშობდეს არვიცი. როცა ბურთს გვირტყამენ და ნინიაშვილი ხტება ეჭვი არმეპარება რომ დაიჭერს. ნაკრები ერთ ადგილზე დგას და თუ ცოტა არ გავმოძრავდებით 2 წელში მსოფლიოა და მაქსიმუმ 1 თამაში მოვიგოთ და ეს იქნება დიდი დარტყმა ნაკრებისთვის.
ქართველი
20 ნოემბერი 2021 20:39
11
ლელოს დადების შანციც კი არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით იმ ერთ ეპიზოდს, როცა აქით დაგვიდეს ლელო, თუ ლელოს ან ლელოებს ვერ დავდებთ, ვერ მოვიგებთ, ფიჯიმ ცუდად ითამაშა ჩვენ კი ვერ გამოვიყენეთ, ფიჯის პირველი თამაში, რო ყოფილიყო ეგ მოგვიგებდნენ თავისუფლად
გოგა
20 ნოემბერი 2021 20:33
5
ნინიაშვილი, გორგაძე და შარიქაძე შეუცვლელები გვყვავს. ლობჟანიძე,მიქაუტაძეც კარგი იყო. გიგაშვილი ბევრჯერ დაჯარიმდა. კვესელაძემ თუ არ მოუმატა -საქართველოს ჩემპიონატიდან უკეთესებიც მოდიან.
rable
21 ნოემბერი 2021 07:57
0
მაისაშვილის ადგილას, კვესელაძეს ფიჯისთან არ ვათამაშბდი. მერამდენედ უნდა ... არ გამოდსდის ამ ბიჭს ფიჯის ნაკრებთან თამაში და ძალაა???
....
21 ნოემბერი 2021 23:34
0
გელა აშკარად გვაკლდა, ვასკა მეორე ტაიმში დაიღალა და შემცვლელი არავინ იყო.
jjj
20 ნოემბერი 2021 20:50
0
ბიძოს ზებრა გვინდა მწვრთნელაააააად ))
ქართველი
20 ნოემბერი 2021 21:58
31
მე რა გიშლის, აგერ, ადექი და დადექი მწვრთნელად...
ჰოდააა
21 ნოემბერი 2021 01:01
3
მაგრამ ფიჯის თუ ლეოლოს ვერ უტან და თან არაერთს, გრანდებთან რას გააწყობ?
sddd
20 ნოემბერი 2021 20:31
9
ფიჯისთან ფრე კარგი შედეგია... თუმცა მოგება სჯობდა. იმედია, შემდეგში მოვუგებთ... უხერხული მეტოქეა.
tngh
21 ნოემბერი 2021 14:32
0
სამწუხაროდ- ეს ა რ იყო მოგებისთვის თამაში...ალბათ სხვაგვარი მომზადება ჭირდება(!) ისე ჩვეულებრივ- ბიჭების თავგანწირული თამაში ვნახეთ - რისთვისაც გვიყვარს ჩვენ რაგბისტები- ბიჭები და ვაფასებთ.
გლახუნა
21 ნოემბერი 2021 11:55
0
რატო არ ათამაშა მწვრთნელმა გუნდი ლელოზე? ჯარიმები ხო მაგრამ ესაა ჩვენი თამაში? საფრანგეთს შეუტიეს და ფიჯისთან მოინდომეს იტალიური კატენაჩო? ახალი კარგი გამოცდილი მწვრთნელი ბიძინა რა გჭირს გძინავს ჭორვილაში? ბარემ შენი ზებრა დააყენე მაისაშვილის მაგივრად ))))
რომა
20 ნოემბერი 2021 21:35
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული