"ბორჯღალოსნების" საბრძოლო ფრე ფიჯისთან - 15:15 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ არანხუესში ჩატარებული ტესტ-მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის 15:15 დასრულდა.

„ბორჯღალოსნები“ მეტოქეს შეტევითი თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი დააწინაურა, რის შემდეგაც ფიჯელთა მრავალფაზიანი, სახიფათო იერიშის მოგერიება შეძლეს. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში და დერეფანში. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება ვერ მოახერხა, სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და იქით მიიღო ლელო. გარდასახვა კი ფიჯიმ ვერ გამოიყენა. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე საჯარიმო შეასრულა უზადოდ. გამოიკვეთა, რომ მშვიდ, კლასიკურ თამაშში ჩვენი გუნდი დაცვაში უკეთ ირჯებოდა,
ვიზავისთან უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 9:5 მოიგო.

შესვენების შემდეგ ფიჯიმ გამეტებით შემოგვიტია, ლელო ვერ გაიტანა, თუმცა საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული „ბორჯღალოსნებმა“ ისევ დაიწყეს იერიშების მიტანა, აბჟანდაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ მერე ფიჯიმ ლელოც გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა ვიზავის გააფთრებულ იერიშებს გაუძლეს და საბოლოოდ საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

5 ჯარიმა: თედო აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
ნინიაშვილი ამ ნაკრებს აღემატება !

კვესელაძეს რა ჭირს? რატოა ასეთ კატასტროფულ ფორმაში?

ის ლელო აქეთ უნდა დაგვედო და არა გაგვეშვა

მსაჯი კარგი იყო, ლაინსმენი ძონძი
სსსს
20 ნოემბერი 2021 20:35
0
ტრადიციული სურათი: ფიჯი თამაშობს, საქართველო - წვალობს
ფანი
20 ნოემბერი 2021 20:34
12
ლელოს დადების შანციც კი არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით იმ ერთ ეპიზოდს, როცა აქით დაგვიდეს ლელო, თუ ლელოს ან ლელოებს ვერ დავდებთ, ვერ მოვიგებთ, ფიჯიმ ცუდად ითამაშა ჩვენ კი ვერ გამოვიყენეთ, ფიჯის პირველი თამაში, რო ყოფილიყო ეგ მოგვიგებდნენ თავისუფლად
გოგა
20 ნოემბერი 2021 20:33
5
მაგრამ ფიჯის თუ ლეოლოს ვერ უტან და თან არაერთს, გრანდებთან რას გააწყობ?
sddd
20 ნოემბერი 2021 20:31
9
ესეიგი ლელოს ვერ უტან ფიჯის, თუმცა კაია მაინც ეგ ფიჯის მაქსიმუმი თუ იქნება ჩვენთან.
sddd
20 ნოემბერი 2021 20:30
0

სიახლეები პოპულარული