საქართველო-პორტუგალია - თამაშზე დასწრების წესები და ბილეთები

AutoSharing Option
6 თებერვალს, 15:00 საათზე, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ თამაშში "ბორჯღალოსნები" პორტუგალიას მესხის სტადიონზე ერკინებიან.

ბილეთები იყიდება მხოლოდ ონლაინ გვერდზე: www.tkt.ge/rugby

ბილეთის ფასი: 5, 10, 15 და 20 ლარი

გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.

თამაშზე დასწრების წესები & რეკომენდაციები:

- აუცილებელი კოვიდ–შემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგენოთ:

- თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- კოვიდ–ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);

- ან 72-საათიანი
ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);

- ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი(ამობეჭდილი);

- ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);

- ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
"ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა"-ო, რატომ 6 თვე? საქართველოში ეს უვადოა.
გიორგი
14:43 16-01-2022
1
რა სისულელეა-ერთი კილო დოკუმენტები უნდა ატარო ამ ციფრულ დროს?ვერ განვითარდნენ რა!
BOSS
20:11 22-01-2022
0

სიახლეები პოპულარული