რუსეთთან გასამართ მატჩამდე 24 საათით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" "მიხეილ მესხზე" ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, შეხვედრა 7 თებერვალს 15 საათზე დაიწყება და რეფერი პორტუგალიელი პაულუ დუარტე იქნება, რომელსაც კიდეებიდან მოლდოველი ეუჯენ პროკოპი და ქართველი შოთა თევზაძე დაეხმარებიან.

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ გუნდი ამ თამაშს კარგად მომზადებული ხვდება:

"ნაყოფიერი კვირა გვქონდა და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ. გუშინ ბიჭებს დასვენების დღე ჰქონდათ, რაც ძალების აღედგენაში დაგვეხმარა. ველოდებით დინამიურ თამაშს და ვეცდებით შემტევი რაგბი ვაჩვენოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის უპირატესობები, რაც მეტოქესთან გაგვაჩნია. როგორი იქნება თამაშის სურათი, ჩვენზეა დამოკიდებული. საჭიროა, რომ მოვიგოთ ორთაბრძოლები, ვაკონტროლოთ შეჯგუფებები და ამის შემდეგ ხელდახელ თამაშის შესაძლებლობაც გვექნება".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების საშუალო ასაკი 24-25 წელია და ფაქტობრივად, "ბორჯღალოსნები" ხვალინდელ მატჩს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ჩაატარებენ. შემადგენლობასთან დაკავშირებით მწვრთნელმა განაცხადა:

"მეორე ხაზში ვიხილავთ ლაშა ჯაიანისა და გიორგი ჯავახიას წყვილს. ჯაიანს ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი ჰქონდა და მისი შემადგენლობაში დაყენებასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილა. ჯავახიას ტრავმები აწუხებდა და „შემოდგომის ერთა თასზე“ უმეტესად შეცვლაზე უწევდა თამაში. ის გუნდს დიდ ენერგიას მატებდა, ახლა კარგ ფორმაშია და იმედი მაქვს თავს კარგად წარმოაჩენს.

ზაფხულის შემდეგ ბევრი იშრომა დავით ნინიაშვილმა. ის ძალიან მშრომელია და ეტაპობრივად მივეცით სათამაშო დრო, ახლა კი ძირითადში ყოფნა დაიმსახურა. მესმის, რომ ეს გარკვეულ წნეხთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამოცანას კარგად გაართმევს თავს.

გარკვეული შესვენების შემდეგ გვიბრუნდება ზურაბ ჟვანია, რომელსაც გარკვეული პერიოდი ტრავმები ჰქონდა და კლუბშიც ვერ თამაშობდა. გარდა ამისა, ბურჯის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და მისი გარკვეული პერიოდით არყოფნის მიზეზი ესეც იყო. ახლა ის ფიზიკურად კარგადაა და მისგან ჩვეულ სტილში თამაშს ველით".

ახალი სახეებია რუსეთის ნაკრების შემადგენლობაშიც. მაისაშვილმა მეტოქესთან დაკავშირებით განაცხადა:

"რუსეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. ისინი მუდმივად ცდილობენ ახალი სახეების შემოყვანას, რათა ჩვენთან არსებული ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახონ. გუნდი ფიზიკურად და ტექნიკურად კარგადაა მომზადებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა კომპონენტში უპირატესობა გვექნება და ვეცდებით მეტოქე თავიდანვე წნეხში მოვაქციოთ.

სამწუხაროდ, თამაში უმაყურებლოდ ჩაივლის, რაც რაგბისათვის არატიპიურია. მსგავსი პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასზე" გვქონდა. ჩვენ განებივრებული ვართ გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერით, მაგრამ არსებულ სიტუაციასთან შეგუება მოგვიწევს“.

მერაბ შარიქაძე: "ეს ისეთი თამაშია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს"

მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული, კარგი თამაშის მოლოდინი აქვს "ბორჯღალოსნების" კაპიტან მერაბ შარიქაძეს:

"ისეთი მნიშვნელობის თამაშია, რომ არ გვაქვს უფლება ჩვენზე რაიმე ფაქტორმა უარყოფითად იმოქმედოს. ყველა მორაგბემ, რომელიც 23-კაციან განაცხადშია, ეს უფლება თავისი შრომით დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, ამოცანას თავს კარგად გავართმევთ".

კაპიტანი ცენტრში თამაზ მჭედლიძეს შეუწყვილდება, რომელთან ერთადაც თითქმის ორი წელია თამაში არ დაუწყია:

"მას შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა, თუმცა ეს კვირა კარგად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ამოცანას თავს ეფექტურად გავართმევთ. რუსეთი ჩვენთან ფეხით ცდილობს თამაშს და წნეხის შექმნას, რათა ჩვენს შეცდომებს დაელოდოს, რისთვისაც მზად ვართ. მათთან გამარჯვებების დიდი სერია გვაქვს, რაც გარკვეული წნეხია. მათთან დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ჩვენთვის და გულშემატკივრისთვის უფრო მძიმედ აღიქმება. თუმცა მჯერა, რომ "შემოდგომის ერთა თასზე" მიღებული გამოცდილება ამ წნეხის დაძლევაში დაგვეხმარება".

rugby.ge

zura
მაისაშვილო შეხვედი ქართული რაგბის ისტორიაში? პირველი ტაიმი 0-0 რუსეთთან. იმ სპორტის სახეობას მომავალი არ აქვს სადაც წელიწადზე მეტია პრეზიდენტი ვერ აურჩევიათ!!! ფედერაციის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს სირცხვილი!!! ვისაც რამე კავშირიაქვს ფედერაციასთან ყველას სირცხვილი!!! ძალით მოკალით ქართული რაგბი თქვენი ამბიციებისა და ჯიბის გამო!!! ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა ასე რუმინეთშიც,ვინც იცის რაგბის ისტორია მიხვდებით... ბანძებოოო!!!
bidzooo
გაანადგურეს ყველაფერი სფერო არ დატოვეს თავიაანთი უვიცობა როარ გამოეჩინათ.. ხალხს რო სისხლიან მიშას მოანატრებ რა დონეზე უნდა ვიყოთ
zura
შეცდომის გარეშე რუსეთთან არა? შეცდომა შეცდომაზეა, ნაკრებს ნამდვილი მწვრთნელი უნდა!!! ქართული რაგბის მკვლელებო!!!
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ვილიარეალთან" თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია" - გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
მიქაუტაძის 66 წუთი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვილიარეალი" უშანსოდ დაამარცხა
[VIDEO] 2:7. "კვარას" გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ "ბაიერის" განადგურება
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
"ბარსელონამ" "ოლიმპიაკოსი" გაანადგურა - ზარიას "კაირატმა" "პაფოსს" ვერ მოუგო
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
პსჟ-ს მეკარე მალე შეიძლება "სპორტინგში" ან "ვალენსიაში" გადავიდეს
კიტეიშვილით სერია A-ს კლუბი დაინტერესდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ტრენტს "ელ კლასიკოში" თამაში სურს - როდის დაუბრუნდება ინგლისელი მოედანს
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
+50. "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი გაანადგურა!
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა
ბერნარდ ლაპორტი: რაგბი 10 ქვეყნის თამაში არაა და საქართველო ამის დასტურია
საქართველო-პორტუგალია - თამაშზე დასწრების წესები და ბილეთები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია | სამოასთან ომი იქნება! - მერაბ შარიქაძე
"ბორჯღალოსნები" - პორტუგალიიდან პორტუგალიამდე
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს