რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში "მესხზე"

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე "ბორჯღალოსნებმა" "მიხეილ მესხზე" ღია ვარჯიში გამართა.

საქართველო 6 თებერვალს, 15:00 საათზე, "მესხზე" პორტუგალიას მასპინძლობს, რის შემდეგაც ამსტერდამში გაემგზავრება და 12 თებერვალს ნიდერლანდებს შეხვდება.

ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსანთა" ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"პატარ-პატარა სირთულეების მიუხედავად, შესანიშნავი განწყობა გვაქვს. გვქონდა ძალიან კარგი სამუშაო კვირა. წლის პირველი თამაშია, რაც ადვილი არასდროსაა, განსაკუთრებით, პორტუგალიასთან. ვფიქრობ, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და კარგი დასაწყისი გვექნება. მოხარულები ვართ, ტრიბუნებზე გულშემატკივრები რომ იქნებიან. ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ
მხარდაჭერას. ბედნიერები ვართ, მათთან შეხვედრა რომ გვიწევს და ვეცდებით, ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული