"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა "რაგბი ევროპისთვის" ნაკრებში 4 დებიუტანს უხმო, მათ შორის ერთი კი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ - მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი ("შავი ლომი").
პორტუგალიელები შეხვედრამდე ამბიციურ განცხადებას აკეთებდნენ და როგორც ჩანს, არც თუ უსაფუძვლოდ...
ქართველი მორაგეების ასპარეზობაში უამრავი წუნი იყო - გვიჭირდა ბურთის შენარჩუნება, რამდენჯერმე წავაგეთ დერეფანი და თამაშის დალაგებას ვერ ვახერხებდით. ძირითად წარმატებას ისევ შერკინების მეშვეობით ვახერხებდით, თუმცა იდეალურად ვერც ამ კომპონენტში გამოვიყურებოდით.
პორტუგალიელებმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნეს, რომელიც ბექა გიგაშვილის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა. ამის შემდეგ, თამაშის გარდატეხა მოვახერხეთ და აკა ტაბუცაძის ლელოთი დაწინაურებაც შევძელით, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჩვენი მორაგბეეის შეცდომით სტუმრებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს და წინაც გავიდნენ - 13:11.
უკანასკნელ წუთებზე მაინც ვიძალეთ და გრიგორ ქერდიყოშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. 15:11 - პირველი ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევარში ისევ დისციპლინარული პრობლემები შეგვექმნა - მირიან მოდებაძე გაასინბინეს და 10 წუთი კაცნაკლუბებმა გავატარეთ. პორტუგალიელებმა მთელი ძალები მოიკრიბეს და 25:18 დაწინაურდნენ. "ბორჯღალოსნებს" თამაში გადასარჩენი გაუხდათ, რაც თორნიკე ჯალაღონიას ლელოთი მოახერხეს კიდეც.
ლევან მაისაშვილსა და მის გუნდს ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ. საკადრო დანაკლისის მიუხედავად, "ბორჯღალოსნებისგან" უფრო მეტს ველოდით. უკანასკნელ წლებში, პორტუგლიელები ჩვენს წინააღმდეგ ასე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ. ასეთი თამაშით პრინციპულ მეტოქე, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგაც გაგვიჭირდება...
საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს 12 თებერვალს, ნიდერლანდებში გამართავს.
მსოფლიო რაგბის ინტერვიუ "ბორჯღალოსნების" კაპიტანთან
მაისაშვილმა წლის პირველი ორი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა
ასეთი სუსტი თამაში მე არ მახსოვს (უდისციპლინო, სამოყვარულო, უვარჯიშებელ და უმწრთველო გუნდს გავდა) ნამდვილი კატასტროფა იყო.