მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ჩილე 49:22 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 28:15 მოიგო, შესვენების შემდეგ უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა მოახლოებული შტორმის გამო ლა სერენას ნაცვლად სანტიაგოში ჩატარდა.

„ბორჯღალოსნებმა“ აქამდე ტურნირზე ურუგვაის 41:34, სამოას კი 33:12 მოუგეს.

სანტიაგო. „ესტადიო ლა პორტადა“

საქართველო - ჩილე 49:22

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. გიორგი პერტაია, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

ლელო: ჭუმბაძე, ჯინჭარაძე (2), ივანიშვილი, შვანგირაძე, კახოიძე, იაშაღაშვილი

გარდასახვა: მატკავა (7)

irakli81
შემოყარა რაგბის კავშირმა ტროლები, ყველა კრიტიკულ კომენტარზე შეურაცხმყოფელი პასუხებია, სამშობლო არ გიყვარს ბიჭო, არ გიხარია მოგება, შე მოღალატე და სხვა ქოცური გამოთქმები. რეალურად კი თამაშის დონე ისეთი იყო უკეთესს რომ ინატრებ კაცი. შენზე სუსუტ გუნდებთან ამდენი შეცდომა და ჯარიმების რაოდენობა, ეს დერეფანი კიდე რა გახდა ყველა დონეზე. დადებითათ მარტო სამოასთან გამარჯვებას შევაფასებდი და იმედი მაქვს მწვრთნელის ხელი ელნელა დაეტყობა გუნდს, მაგრამ პრობლემა უფრო ღრმად არის, არასწორად ვზრდით ბავშვებს, არ ხდება სარაგბო უნარების სწორად განვითარება და ამის ბრალია ამდენი ბურთის ვარდნა და უაზრო ჯარიმები
ნინი
ფედერაციაში არავუს ვიცნობ, შენ კი უძვირფასესო ულვაშებზე გეტყობა,სიგ გულში მოგხვდა ეროვნული ნაკრების წარმატება:)
Porto
და რას გვთავაზობ რა ვწნათ?? ჩვენებმა მოიგონეს ეს ტურნირი? ჩვენებმა ითხოვეს ჩილეში გვათამაშეთო?? თუ რას კრიახებ აქ?!!!!! ბილეთი იყიდრ და ნაკრების თამსშებზე იარე და მერე გექნება აზრის გამოთქმის უფლება!!!! ამას უყურე აწ ;)))))))))

ხელოვნურ საფარიან მინდორზე თამაში,ისედაც კატასტროფაა,მიუჩვეველი და საერთოდ სპორტსმენის საყრდენ მამოძრავებელი სისტემისათვის და რაც იქ ჩანდა,ძალიან დაბალხარისხიანზე თამაში,განსაკუთრებულად საშიში.პირველივე 5 წუთში ორი სერიოზული ტრავმა კი,ამასთან ერთად,ალბათ მატჩის წინ,არასაკმარისი გახურებითაც შეიძლება ავხსნათ.ვიცოდით,რომ ჩილეს ნაკრები ჩვენი კალიბრისა არ იყო და შესაძლოა ამის გამოც მოხდა.თამაშის დამთავრების შემდეგ,ნინის ფეხი დაფიქსირებული ჰქონდა და ღმერთმა ქნას,სერიოზული ტრავმა არ ჰქონდეს.რაც შეეხება თამაშს,საკუთარ ძალებში სრულიად დარწმუნებულები იყვნენ და ადვილადაც გაიმარჯვეს,რაღაცა სიახლეებიც გამოჩნდა,ახალი მწვრთნელის დანერგილი,მაგრამ ვისთანაც გინდა თამაშობდე,ამდენი ტექნიკური წუნი და უაზრო ჯარიმა,მაინც სრულიად მიუღებელი უნდა იყოს,თავმოყვარე ნაკრებისათვის.ან ხარ,პროფესიონალი,ან კიდევ არ ხარ!შუალედი არ არსებობს და ჩვენი პირველი თუ ასაკობრივი ნაკრებების განვითარების დინამიკას რომ ვიხსენებთ,ბოლო წლებში,სასიამოვნო,იმედის მომცემ დასკვნებს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ეს განსაკუთრებით ასაკობრივ ნაკრებებს ეხება,მაგრამ იქიდან პირველ ნაკრებში უკვე დაწინაურებულების თამაშშიც იგრძნობა და რაღაცა თუ არ შვცვალეთ,კიდევ უარესს უნდა ველოდოთ!

პირველივე სიტყვებიდან ტყუილს ამბობ!არავის წამოსცდენია,რომ ეს საზეიმო იყო.ფაქტის წინაშე დაგვაყენეს,4 წლით გზა ჩაგვიკეტეს,ჩვენი პრეტენზიები უკუაგდეს და რაც რეალობაა,იქ უნდა გავაგრძელოთ არსებობა და განვითარებისათვის მუშაობა.სხვა რა გზა გვაქვს?ეტყობა მაშინაც ასეთივე კუთხით დაწერე და სამართლიანადაც დაუწერიათ დისლაიქები.ამ გათამაშების დებულების ერთადერთი ნათელი წერტილი ის არის,რომ თეორიულად შანსი გაგვიჩნდა,2030 წელს,ამ ტურნირში გამარჯვებულმა,გადასასვლელი მატჩი ითამაშოს უმაღლესი ლიგის აუტსაიდერთან და თუ აჯობებს,მისი ადგილი დაიკავოს.რამდენად რეალურია სუსტ ნაკრებებთან თამაშის შემდეგ ამის მიღწევა,ეს უკვე მეორე საკითხია და შავი ლომისთვის მაინც თუ არ გაგვიხსნეს,ევროპაში რეგულარურ ჩემპიონატში თამაშის გზა,ეგეც ურემში შებმული ვირის წინ დაკიდებული იონჯის ბღუჯა იქნება.ეს,არათუ რაგბის სპეციალისტებისათვის,არამედ რაგბის ყოველი ქართველი მოყვარულისათვისაც ცხადზე ცხადი იყო და არც არავის უკადრია,საპირისპიროს მტკიცება.
ნინის
ანუ აღარ უნდა გაგვეხარდეს?:)))) ერთა თასის შემოდგომის თამაშებზე და შემდეგ ევროპის თასზეც "კვახები" უნდა ვიძახოთ?:)))) თუ ეს მოგებები არაფერია, საერთოდ რას გვივარდებით, ვისაც გვაინტერესებს? მხოლოდ იმიტომ, რომ გვიკბინოთ? არ გაინტერესებთ ეს ტურნირი და გაატარეთ რა?!:))) ვისაც გვაინტერესებს, გაგვატარეთ:))) თუ მიგვღეს როდესმე უმაღლეს ლიგებში, მაშინ გამოჩნდით:)))) ოღონდ, მახსოვს, მაისაშვილმა რომ იტალია უელსს მოუგო, კოკერილმა კი იაპონიას, მაშინაც სულ უკმაყოფილოები იყავით:))) რთული იქნება სულ დამარცხებულის ფსიქოლოგიით ყოფნა, ვისაც გვიხარია "ხბოს აღტაცებად გეჩვენებათ". გირჩევთ გადმოდით "ნათელ მხარეს", ისიამოვნეთ იმ გამარჯვებებით, სადაც ვართ, თუ არა, გააგრძელეთ დაბოღმვა:)))
გულშემატკივარი
დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ თქვა, რომ ჩვენი ოცნება ჩილესთან და სამოასთან თამაში და მოგებაა? სადაც გვათამაშებენ, იქ არ გაგვეხარდეს? უელსს, იტალიას და იაპონიასაც რომ მოვუგეთ, ვიზეიმეთ, წავაგეთ, გული დაგვწყდა. თანაც შვეიცარიასთან და ჰოლანდიასთან ოფიციალურ ტურნირს, ეს ცოტათი, მაგრამ ჯობია. ისე, იტალიის, იაპონიისა და ფიჯის საცოდაობას რომ ვუყურებ ახალ ერთა თასზე, მგონი ჩვენ ჯერ მართლა არ უნდა ვთამაშობდეთ მანდ. საოცარია ერთი და იგივეს გამეორება ათიათასჯერ, ეგრე ვერასდროს ისიამოვნებთ მოგებით, თან თუ არ გაინტერესებთ ჩილე და სამოა, აქ რაღას აკომენტარებთ.
ნიკო
აქ ვატყობ, უმრავლესობა, მოვიგებთ თუ წავაგებთ, მაინც უარყოფით, ბოღმ8ან კომენტარებს დებს. ვისაც გვიხარია ერთა თასზე გამარჯვებები გვაცალეთ ბატონო გულშემატკივრებს სიხარული!:))) კაცმა გამარჯვება მოგვილოცა და ხბოს აღტკინებაო:)) აბა მოგებულზე მათსავით ხბოს ღნავილი უნდა დავიწყოთ?:)) წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ყველა ნაკრებს, მის მოთამაშეებს, მწვრთნელებსავდა ყველა გულშემატკივარს!
ნინის
აი ,,ბოჩოლას აღტკინება"ც ამას ქვია თუ ქვია. ჩილე არა კვახი
გგ
დიდი ზარ-ზეიმით რომ დაგვიანონსეს ეს ტურნირი, მაშინ დავწერე, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენთვის და ბლომად დისლაიქებიც მივიღე. ჰოდა, იმავეს გავიმეორებ და მხოლოდ ფაქტებს ჩამოვწერ: გვათამაშეს რეიტინგში ჩვენზე უარეს გუნდებთან (17,18,19 პოზიციები. ოდნავ წინ იყვნენ საწყის ეტაპზე, მაგრამ მაინც ჩვენზე საკმაოდ ქვემოთ). 2025 ივლისში ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკას ვეთამაშეთ, 2024, - იაპონია და ავსტრალია… წლევანდელი თამაშები არის თუ არა რეგრესი, თავად განსაჯეთ. პ. ს. შედარებისთვის, რეიტინგში ჩვენს სიახლოვეს მყოფი იაპონიის მატჩებს ჩახედეთ: იტალიას, ირლანდიასა და საფრანგეთს უკვე ეთამაშნენ, აგვისტოს დასაწყისში კი ორი ჯახი აქვთ ავსტრალიასთან. პ.პ.ს. ჩვენი მიზანი თუ ჩილესა და ურუგვაის კლასის ამაღლებაა, მაშინ, - კი ბატონო, გადასარევი ტურნირია!
რაგბის ფანი
ჩილესთან რომ ამდენს ჯარიმდები, სხვა უფრო თანაბარ გუნდთან რას იზამენ წარმომიდგენაც არ მინდა.
პაატა
ნინი ძვირფასო, ჩილესთან გამარჯვება დიდი ვერაფერი ნუგეშია და მით უმეტეს საზეიმო, ასე რომ ის სჯობს ოცწლამდელების შედეგზე დაგვიწერე რას ფიქრობთ ფედერაციაში. მადლობა
ნინი
აი ამ გულიან კომენტარზე ვინც დაწეული ცერა თითი დადო, ის ხალხია, ვისაც წყინს საქართველოს ყველა წარმატება რეწგბიმ იქნება თ სოფლის მეურნეობა!
დდდ
ნეტა, სულ არ მოეგოთ და ნინიაშვილს ის კოჭი არ მოჰყოლოდა ეგრე საძაგლად... ბიჭო, ხო იცი, რომ ჩილე მაინც ბულკია, რას იკლავ თავს მაგ ხელოვნურ საფარზე, მაგრამ ჯიგარს რას მოუხერხებ?!.. ეს ოხერი ესა, ზოგს ჯიგარს სისხლთან ერთადაც ვერ გადაუსხამ და ზოგი კიდევ მომეტებული ჯიგრიანობის გამო იმტვრევა... ნინიაშვილს დროულად გამოჯანმრთელება და ჩვენ რა ჯანდაბა დაგვაბალანსებს?!...
ნინი
გულშემატკივრებო გილოცავთ გამარჯვებას! მტირალებისგან ველი გლოვას და ძირს დაშვებულ ცერებს!:)))
მერაბი 61
გაუმარჯოს საქართველოს წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით