მაისაშვილი: კოვიდის გამო 11 მოთამაშე დაგვაკლდა - ამ კვირაში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება

AutoSharing Option
პორტუგალიასთან  ნამატჩევს (25:25) "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა:

"სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ შევძელით თავიანთ პოზიციებზე პირველი ნომრების ჩამოყვანა. ჯამში 11 ასეთი მოთამაშე მოვისაკლისეთ და ამის ძირითადი მიზეზი კოვიდი იყო. რაც ყველაზე ცუდია, მთელი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველდღე გვიხდებოდა შემადგენლობის როტაცია. კოვიდი ჰქონდა შერკინების მწვრთნელსაც და დერეფანსა და შერკინებაში ვერცერთხელ შევძელით სრულყოფილი ვარჯიშის ჩატარება. გამოძახებული სამი ძირითადი კვაჭიდან, სამივე ამ მიზეზით გამოგვაკლდა. ამან დიდი გავლენა იქონია და 8 თუ 9 ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი პრაქტიკულად
არ გვქონია. რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ.

არ მინდა ღვაწლი დავუკარგო პორტიგალიელებს. ეს გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძვის, დღესაც ასე იყო და შედეგის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთეს. შეცდომებზე ვსწავლობთ და დიდი იმედი მაქვს მთელი გუნდი სწორ ანალიზს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, შემადგენლობის მხრივ ფუფუნება არ გვაქვს. არ გვყავს სრულფასოვანი მეორე და მესამე ნომრები და ეს უნდა იცოდნენ როგორც მწვრთნელებმა, ასევე თავად მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა. მოთამაშეებმა იმიტომ, რომ თუ ამ გუნდში ადგილის დამკვიდრება უნდათ ბევრი უნდა იშრომონ, ხოლო გულშემატკივრებმა იმიტომ, რომ სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. როდესაც მოთამაშეს მიეცემა შანსი, უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს.

დერეფანში პრობლემები გვქონდა, რადგან დაგვაკლდა სამივე ძირითადი კვაჭი და ასევე, სამი ძირითადი გამომცხადებელი. ამას დაემატა ისიც, რომ შერკინებასა და დერეფანში ვერცერთი სრულყოფილი ვარჯიში ვერ ჩავატარეთ.

კვირის განმავლობაში ჯამში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება. ამიტომ, მონახაზის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცით რა სიტუაცია იქნება ხვალ და ზეგ პანდემიის კუთხით. დამოკიდებულები ვართ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 53 /
ამ კაცს რეალობის აღქმა მართლა დაკარგული აქვს, ისევ ყველას და ყველაფრის ბრალია ყველაფერი მარტო თვითონ არ არის არაფერში დამნაშავე!!! ამოვიდა ყელში ეს მარაზმი, წადი რა ჩემო კარგო საკლუბო რაგბს მიხედე ნაკრების დონის არც არასდროს ყოფილხარ და სამწუხაროდ როგორც ჩანს ვერც ვერასდროს იქნები!!!
Buka
21:06 06-02-2022
3
ერთხელაც არ უხსენებია მიზეზებში საკუთარი თავი და ის რომ ვერ შეიტანა საჭირო კორექტივები თამაშში
Irakli Apkhaidze
20:42 06-02-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული