რაგბი ევროპა - ნაკრებში ნამატით ნიდერლანდებისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობას ნიდერლანდებთან მატჩის წინ რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდა, რომლებიც გუნდს გასულ კვირაში კოვიდ-ინფექციის გამო დააკლდნენ.

დაბრუნებულთა შორისაა სამივე კვაჭი - შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და გიორგი ჭყოიძე, ასევე, მესამეხაზელები გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი.

პორტუგალიასთან დაშავდა და მომავალ შეხვედრას გამოტოვებს ბურჯი ბექა გიგაშვილი. მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა ნიკოლოზ ხატიაშვილს უხმო, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით აქამდე 6-ჯერ უთამაშია, ბოლოს 2021 წლის ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან.

ჩვენი გუნდი 12 თებერვალს, საქართველოს დროით 16:15 საათზე, ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშება. აქამდე ამ გუნდებს შორის
ხუთი შეხვედრა გაიმართა. პირველი, შორეულ 1995 წელს, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 3:55. მას შემდეგ ნიდერლანდებს ოთხივეჯერ ვაჯობეთ - 2000-02 წლებში 41:6, 32:3 და 88:0, ხოლო შარშან ზაფხულში, თელავში 48:15.

გაფართოებული შემადგენლობა ნიდერლანდებთან

შერკინება

ბურჯები:
გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 26 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 68 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 4 კეპი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 6 კეპი), გურამ პაპიძე (ლა როშელი, უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 19 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 13 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 34 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა), გიორგი ჯავახია (ორიაკი, 7 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 13 კეპი, 15 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 30 კეპი, 25 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 36 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 29 კეპი, 198 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა), ლუკა მატკავა (უკეპო);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 81 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 65 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, 1 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 89 კეპი, 53 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ დაუძახოთ ბექა გორგაძეს, არა, რად გინდათ, ტოპ 14-ის წინა თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თქვენ რაში გამოგადგებათ!
გიორგი
15:48 09-02-2022
1
დემე თაფლაძე ამას რა უნდა ნაკრებში
ელგუჯა
11:02 09-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული