ისმის კითხვა: როგორ გააუმჯობესებდით "ექვს ერს"? გუნდების გაზრდით თუ შემცირებით? სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრების დამატებით? ან საერთოდ რომ არ შეიტანოთ ცვლილებები? ახლა იდეალური პერიოდია დებატების დასაწყებად...
დავიწყოთ ყოველწლიური საუბრით იტალიის შესახებ, რომელსაც "ექვს ერში" ზედიზედ 33 მარცხი აქვს. ამავდროულად, საქართველომ, მოულოდნელად, პორტუგალიასთან 25-25 ითამაშა. 2017 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ბორჯღალოსნებმა" მეორე რანგის შეჯიბრებაში ვერ გაიმარჯვა.
დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს შემოსვლით ტელემაყურებელთა რაოდენობა და საზოგადოებრივი ინტერესი
შესაძლოა, ერთ-ერთი ვერსია "შვიდი ერი" იყოს, რომელიც 2024 წლიდან დაიწყება. ის მოიცავს ამჟამინდელ "ექვს ერს" პლუს 2023 წლის რაგბის ევროპის ტიტულის მფლობელს. ამის შემდეგ ყოველწლიური დაწინაურება/დაქვეითების პლეი-ოფი იქნება.
უფრო სამართლიან გაყოფას მივიღებდით - სამი თამაში სახლში და სამიც გასვლითი...
პლუსები საბოლოოდ გადაწონის მინუსებს? სამხრეთ აფრიკის დამატება დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. ბევრ ადამიანს ნამდვილად არ სურს გრძელი შაბათ-კვირის გატარება ჯობურგში ან პრეტორიაში და არა რომში.
განა ლოჯისტიკურად უფრო მარტივი არ იქნება ჩემპიონატი დარჩეს მხოლოდ ევროპული და გლობალური ელემენტი ივლისისა და ნოემბრის ფანჯრებისთვის შემოვიდეს? კითხვები, კითხვები, რომლებზეც ჯერ კიდევ არ არის საბოლოო პასუხები...
მომზადებულია theguardian-ის მიხედვით
რაგბი ევროპა - ნაკრებში ნამატით ნიდერლანდებისთვის
ასე რუსეთთანაც გაგვიჭირდება - "ბორჯღალოსნების" ფრე უამრავი წუნით [VIDEO]