the guardian "6 ერის" გაზრდაზე მსჯელობს - საქართველო თუ სამხრეთი აფრიკა?

AutoSharing Option
პლეი-ოფის ფინალმა, რომელშიც მონაწილეობას "რაგბი ევროპის" გამარჯვებული მიიღებს, შესაძლოა, რაგბიში ახალი გულშემატკივრების შემოყვანას ხელი შეუწყოს.

ისმის კითხვა: როგორ გააუმჯობესებდით "ექვს ერს"? გუნდების გაზრდით თუ შემცირებით? სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრების დამატებით? ან საერთოდ რომ არ შეიტანოთ ცვლილებები? ახლა იდეალური პერიოდია დებატების დასაწყებად...

დავიწყოთ ყოველწლიური საუბრით იტალიის შესახებ, რომელსაც "ექვს ერში" ზედიზედ 33 მარცხი აქვს. ამავდროულად, საქართველომ, მოულოდნელად, პორტუგალიასთან 25-25 ითამაშა. 2017 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ბორჯღალოსნებმა" მეორე რანგის შეჯიბრებაში ვერ გაიმარჯვა.

დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს შემოსვლით ტელემაყურებელთა რაოდენობა და საზოგადოებრივი ინტერესი
გაიზრდება?!

შესაძლოა, ერთ-ერთი ვერსია "შვიდი ერი" იყოს, რომელიც 2024 წლიდან დაიწყება. ის მოიცავს ამჟამინდელ "ექვს ერს" პლუს 2023 წლის რაგბის ევროპის ტიტულის მფლობელს. ამის შემდეგ ყოველწლიური დაწინაურება/დაქვეითების პლეი-ოფი იქნება.

უფრო სამართლიან გაყოფას მივიღებდით - სამი თამაში სახლში და სამიც გასვლითი...

პლუსები საბოლოოდ გადაწონის მინუსებს? სამხრეთ აფრიკის დამატება დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. ბევრ ადამიანს ნამდვილად არ სურს გრძელი შაბათ-კვირის გატარება ჯობურგში ან პრეტორიაში და არა რომში. 

განა ლოჯისტიკურად უფრო მარტივი არ იქნება ჩემპიონატი დარჩეს მხოლოდ ევროპული და გლობალური ელემენტი ივლისისა და ნოემბრის ფანჯრებისთვის შემოვიდეს? კითხვები, კითხვები, რომლებზეც ჯერ კიდევ არ არის საბოლოო პასუხები...

მომზადებულია theguardian-ის მიხედვით

altრაგბი ევროპა - ნაკრებში ნამატით ნიდერლანდებისთვის

altმაისაშვილი: კოვიდის გამო 11 მოთამაშე დაგვაკლდა - ამ კვირაში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება

altასე რუსეთთანაც გაგვიჭირდება - "ბორჯღალოსნების" ფრე უამრავი წუნით [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 19 /
დიალექტიკის კანონია:-სადაც განვითარების შესაძლებლობა არ არსებობს,იქ უკუსვლა იწყება.სწორედ ამიტომ რაგბი ევროპის გამარჯვებულისათვის 6 ერში თამაშის უფლების მიცემა,მისი განვითარების სტიმული გახდება.ზუსტად ასევე მიეცემა სტიმული,იტალიის ნაკრებსაც და ისიც განვითარდება.თუმცა ეს წმინდა სპორტული კუთხით.6 ერი პირველ რიგში ბიზნეს პროექტია და ჩვენი ჩართვა, მათთვის წამგებიანი იქნება.ამის შანსს არავინ მოგვცემს და სწორედ ალტერნატივად შეიქმნა შავი ლომის ფრანჩაიზი.ის ჯერ ახალი შექმნილია,მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდება მის მიერ ქართული რაგბისათვის მოტანილი სარგებელი.იმედია პროექტი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება და მომავალში მეორე მსგავსი პროექტიც განხორციელდება.
სოსო
20:48 13-02-2022
0
მივმართავ ყველა რაგბისტს: თქვენი თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ, თქვენ იმდენი სიხარული და სიამაყის შეგრძნება გიჩუქებიათ გულშემატკივრებისთვის, რომ ერთი ჩავარდნილი თამაში არ იძლევა თქვენი კრიტიკის საფუძველს, თუმცა ბიჭებო "6 ერმა" რომ მიგვიღოს პორტუგალიას და მისთანებს მნიშვნელოვანი უპირატესობით უნდა ვუგებდეთ. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის და პროფესიონალიზმის თუმცა მწვრთნელი გვჭირდება გაცილებით მაღალი დონის ვიდრე მაისაშვილია. ეს თქვენი გადასაწყვეტი არაა მესმის თუმცა ვწერ იმიტომ, რომ ვისაც ეხება იმან ნახოს. იტალიას აუცილებლად უნდა მოუგოთ, მაგრამ არ გეწყინოთ და იტალია უფრო ძლიერად გამოიყურება. კი ბატონო აგებს ამ თამაშებს მაგრამ ნახეთ რა ხარისხით თამაშობს. გაცილებით ორგანიზებული გუნდია. გულშემატკივრებს გვსურს პროგრესი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია ვეღარ ვხედავთ, იმ ფონზეც კი რომ ინდივიდუალურად რაგბისტების სათამშო დონემ აიწია. რაგბის სამყაროვ და ამ სფეროს ბოსებო მოიყვანეთ უმაღლესი კვალ8ფიკაციის ტრენერი, ფული დახარჯეთ განვითარებაში და არა საკუთარ ჯიბეებში ( ბოლო წლებში ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, განვლილი პერიპეტიებიდან გამომდინარე). მოკლედ: გვინდა არგენტინასავით თვალსაჩინო პროგრესი და ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ, თორემ გულშემატკივარი ყველაფერს კარგად ხედავს და მათი რეაქციაც შესაბამისი იქნება.
Patrioti
15:33 12-02-2022
0

სიახლეები პოპულარული