გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ

AutoSharing Option
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გელა აფრასიძემ მზადების პროცესსა და მომავალი თამაშის მოლოდინებზე ისაუბრა:

"პორტუგალიის ნაკრებთან ბევრი შეცდომა დავუშვით და ამან შედეგზე იმოქმედა. ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ და იმედი გვაქვს, შემდეგ შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ. ჩვენი მიზანია, რომ ნიდერლანდებთან ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ, ბონუსით მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ".

"ბორჯღალოსნები" 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს ამსტერდამში, საქართველოს დროით 16:15 საათზე გამართავს.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაისაშვილო, გადადი მეორე მწვრთნელად, კაცი არ ხარ?
გიორგი
10 თებერვალი 2022 12:35
2
რუსეთთან წაგებას არავინ შეგარჩენს მაისაშვილო!!! ქუჩაში გასვლა შეგრცხვება!!! ამათ გიღირს ეგ მწვრთნელის ხელფასი?
ზურა
10 თებერვალი 2022 15:56
1
შეიძლება დააბრალო ამინდს, დააბრალო ,,რაგბის ბურთს''..... მაგრამ დააბრალო კოვიდს.... ამასაც ხომ მოფიქრება უნდა... გოგიასი, არ იყოს ,,დროშა ვერ დაკიდესო''.... ამათ, ბურთი ვერ შემოაგდეს.... კაი, რაც იყო, იყო.... იქნებ ჩვენს შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ.... წარმატებები ნაკრებს...
გიორგი 50
10 თებერვალი 2022 11:14
2
სუსტ ჰოლანდიას კი მოუგებთ მაგრამ, პორტუგალიასთან რაც აჩვენეთ მასეთი თამაშით, რუსეთთან არ დაგიცდეთ ფეხი(ღმერთმა არ ქნას).
პ.ს. ულვაშები ყველამ კარგად დაივარცხნეთ.
შოთა
10 თებერვალი 2022 09:54
1

სიახლეები პოპულარული