"შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება; შემირცხვენია, ყველა ის გულშემატკივარი..." - ირაკლი ჩომახიშვილი

AutoSharing Option
ადვოკატი ირაკლი ჩომახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რაგბისტები ვერ ხვდებიან, რუსეთთან თამაშის დროს 55,000-ადგილიანი დინამოს სტადიონი რატომ შევავსეთ (მათ, ალბათ, ჰგონიათ, რომ ქართული რაგბის კლასის სანახავად).

რაგბიში რუსეთთან დამარცხება ჩვენთვის პრინციპული და პატრიოტული საკითხია.

თებერვლის თვეში რუსები უნდა ჩამოვიყვანოთ, ვავარჯიშოთ, ვაჭამოთ და გავაძლიეროთ. შემირცხვენია ყველა ის რაგბისტი, რომელიც რუსებს მოემსახურება.

ყველა ის გულშემატკივარიც შემირცხვენია, ვინც ამის მერე რაგბის თამაშზე წავა", - წერს ჩომახიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 84 /
ურა პატრიოტობა მოდათ იქცა, არადა რუსული ფქვილით გამომცხვარ პურს ჭამს, რუსულ საწვავს მანქანაში ასხამს, ოთახს რუსული დენით ანათებს. ეი შენ "პრინციპულო" და "პატრიოტო" ჯერ მტრის და ოკუპანტის პურის ჭამას შეეშვი და პატრიოტული ბრტყელ ბრტყელი სიტყვები მერე აფრქვიე
ქართველი
10 თებერვალი 2022 14:50
31
არა! ქართული რაგბის გამყიდველებს და იმ ქართველ რაგბისტებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსების სავარჯიშოდ ჩამისვლას.
მახა
10 თებერვალი 2022 14:28
42
ჯერ ქართულად წერა ისწავლე და მერე იბოგინე
მახა-ს
10 თებერვალი 2022 23:39
0
"ჩამისვლა" ეს არის მასობრივი ფსიქოზი, აი რა დონეზე შეიძლება აგიტაცია პროპაგანდით ადამიანების დაზომბირება
tttt
10 თებერვალი 2022 15:05
5
100% მართალი ხარ.კაჭარავას რომ ჰკითხო მერე რაო,პოლიტიკა და სპორტი არ უნდა აურიოთო.
პაპა
10 თებერვალი 2022 14:20
32

სიახლეები პოპულარული