შარიქაძე: ბოლო წლებში რუმინეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში რუმინეთს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ბუქარესტში მძიმე თამაშის მოლოდინშია.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა 12 მარტს, ჩვენი დროით 19:30 საათზე დაიწყება. ეს თამაში ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ეგიდით იმართება და მის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ესპანეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებებისთვის, რომლებიც საფრანგეთის მეორე საგზურისთვის იბრძვიან.

"ბოლო წლებში რუმინეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს და მძიმე თამაში გვექნება. მათ არაერთი უცხოელის ნატურალიზება მოახდინეს
და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. მძიმე და ძალისმიერი გუნდია, რომელსაც შეუძლია ქულების აღება. მიუხედავად ყველაფრისა, გვაქვს იმედი, რომ განსაკუთრებით ასეთი მძიმე სიტუაციის ფონზე, შევძლებთ და ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ" - ამბობს მერაბ შარიქაძე.

13 მარტს, საქართველოს დროით 15:45 საათზე ესპანეთი პორტუგალიას მადრიდში დაუხვდება. გაუქმდა გუშინ გასამართი მატჩი რუსეთსა და ნიდერლანდებს შორის. რუსეთს შეუნარჩუნდა ბოლო სამ მატჩამდე დაფიქსირებული შედეგები, საქართველოსთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან კი, წაგებები ჩაეთვალა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუმინეთს თავი დავანებოთ და ჩვენ რომ გყავს წელს, ესეთი უსახური ნაკრები ბოლოს არ მახსენდება. ეს რაგბი ევროპა უკცე ისე გაბანძდა, ასეთი ნაკრებით, ისიც ჯგუფში პირველი ადგილით გავედით მსოფლიოზე. ძალიან დამაფიქრებელია რამდენად შევიტანთ მსოფლიომდე სიახლეებს ჩვენს თამაშში
: )))))))
22:57 11-03-2022
0
წელს ჩვენს გარდა ყველა ნაკრებმა განიცადა პროგრესი, ასე რომ მერაბ არ გვინდა ეხლა რუმინეთის სიძლიერეზე აქცენტების გაკეთება. სამწუხაროდ წლებია ჩვენი რაგბი და შესაბამისას ნაკრებიც რთულ მდგომარეობაშია, ასე რომ ჩვენს თავს მოვთხოვოთ პასუხი
პაატა
23:13 11-03-2022
0

სიახლეები პოპულარული