საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთს 26:23 სძლია.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო: დებიუტში მეტოქემ „ბორჯღალოსნების“ იერიში მოიგერია, მსაჯმა ტაბუცაძე გააძევა, აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ შემდეგი შეტევისას ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მელინტემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამას შარიქაძისა და თოდუას ლელოები და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვები მოჰყვა. ტაიმის დასასრულს კოჟოკარუმ ლელო გაგვიტანა, მელინტემ გარდასახვა, ბოლოს მან ცენტრიდან საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ შარიქაძე მსაჯს შეეკამათა,
მან საჯარიმო დანიშნა და მილინტემ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა, მოწინააღმდეგე სახიფათო ზღვარზე მოგვიახლოვდა, 66-ე წუთზე შეტევის მოგერიებისას მსაჯმა აფრასიძე გაასიმბინა, „ბორჯღალოსნებმა“ წნეხს გაუძლეს, ტაბუცაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გააცუდა. ვლახებმა სწრაფად გვიპასუხეს ლელოთი და ზუსტი გარდასახვით და ანგარიში ისევ 3 ქულამდე შემცირდა, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ევროპის ზონიდან პირველი ადგილით გავიდა და ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულ გუნდთან ერთად იასპარეზებს.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

4 ლელო: ლობჟანიძე, შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 სინბინი: ტაბუცაძე, აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 52 /
უსუსტესი ნაკრები
gela
13 მარტი 2022 09:50
6
ჩელიაბინსკში და ხაბაროვსკში მოთამაშე რაგბისტებით მეტი რა გინდათ აბა… არადა დრო იყო ჰეინეკენის თასის ჩემპიონები გვყავდა ეჰ!!!
Musenbezi
13 მარტი 2022 03:56
5
ე.ი. მწვრთნელი უნდა იყოს თუ არა კვალიფიციური, მაღალრეიტინგული და ათას ტაქტიკაზე გადამხტარი მაგას არავინ გვეკითხება გულშემატკივრებს და ნაკრები რო ინერციით მიდის ჯერჯერობით მაგასაც მარტო ჩვენ ვხედავთ. თაობა უკეთესზე უკეთესი მოდის ყოველ ჯერზე მარა მოცვეთილი ძველების გამოცდილებაა ჯერ რო არ ვაგებთ-ჯერ. მსოფლიოს წამყვანი ნაკრებები სველდებოდნენ ჩვენს შერკინებაზე და მაგის აჩრდილიც აღარაა, მოლი უღერძოა, რაქი ნელია ან ჯარიმიანი, დერეფანზე ცალკე პროზაა დასაწერი. ხარივით და ლომივით ბიჭები გვყავს და ვინმემ აუხსენით სწორი ტაქტიკა მეტოქეების გათვალისწინებით. რასაც ეხლა თამაშობენ მაგას უმწვრთნელოდაც ითამაშებენ.
გიგი
13 მარტი 2022 03:10
2
გაუშვით ეს მაისაშვილი !! არ შეიძლება ესე.. წაგებას ვიმსახურებდით. ეს თამაში არაა. დიდი რეგრესი სახეზეა ყველა კომპონენტში. მოლები, რაქი, შერკინება.. ყველაფერში. ჟურნალისტებმა ხმა ამოიღეთ. მსოფლიოზე ესე ერთ თამაშსაც ვერ მოვიგებთ
ედი ჯონსი
13 მარტი 2022 02:34
2
მაგარსკის-აზრი:-ესენი-შტერები-არიან-თუ-თავს-იშტერებენ-ტიპებმა-რაგბის-თამაში-არ-იციან,წესების-გაგებაში-არ-არიან,ამდენი-ჯარიმა-გაგონილა,თანაც-უწყინარ-სიტუაციებში,ყველა-სიკეთესთან-ერთად...ანუ-ტვინი-ხომ-დააკლდათ,ჯანიც-გამოელიათ,ეგ-კიდევ-არაფერი,აუტსაც-ვეღარ-აწვდიან-ეს-საცოდავები,მოკლედ,ძალიან-მალე-ჩაისვრიან,,,შეიძლება-ესპანეთთანაც...არა-რა-ნაღდად-ჰარიფები-არიან.მწვრტნელი-ხომ-საერტოდ...კაროჩე,რაც-რაგბის-ფედერაციის-პრეზიდენტი-გვყავს-უსახური-და-უგვანო-,იგივეა-ტრენერი-აპრილაშვილია-თუ-ივლისაშვილი,პარდონ,მაისშვილი...ერტი-სიტყვით,ნაკრებს-აღარც-დედა-ჰყავს-და-აღარც-მამა...-წადით-ბიჭებო-პარლამენტში(კენჭი-იყარეტ-რა),იქ-სჭირდებათ-თქვენისტანა-იდიოტები...
svano magarski
13 მარტი 2022 02:28
6
მაისაშვილო წადი რა!!!! დაგვანებე თავი!!! კლასით მოვიგეთ!!! ნამუსი არ გაქ! ხომ ხედავ ყველაფერში უკან მივდივართ!!! შრკინება იყო,ვერაფერს ვერ ვაკეთბთ გვეშნია. ვისი ბრალია? ყველა ოცნებობდა ჩვენთან ერთად ევარჯიშა შერკინებაში!! მოლზე კიდე ლაპრაკაიც ზედმეტია რაც ვიცოდით იმასაც გვავიწყებ!!! მოგვშორდი!! სანამ დროა!
ცოტნე
13 მარტი 2022 02:23
1
ყველაზე სასაცილო ის არის რომ როგორც რუმინული პრესა იუწყება ანთიმოზ ივერიელის თასი იმიტომ არ გადასცეს თამაშის შემდეგ,რომ ჩვენებს თურმე საქართველოში დარჩათ და დაავიწყდათ წამოღება...
სრული ბარდაგი!
13 მარტი 2022 01:06
2
გენიოსი ხარ მაისაშვილო! ყოჩაღ!არსად წახვიდე სანამ მსოფლიოზე არ ჩააფლავებ !რა ფასად დამიჯდა დღევანდელი თამაშის ყურება ჯერ არვიცი,შეიძლება ინფარქტმა დამარტყას..
ვაი შენს პატრონს!
13 მარტი 2022 00:05
0
და სხვას რა ელოდები? გუნდმა 2019ის მსოფლიოს მერე 8 ერის ტურნირი გამოიარა , სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან და ფიჯისთან ტესტ-მატჩები ითამაშა, დღეს კი პორტუგალიასთან წვალობს და სახლში ესპანეთთან თამაშამდე გვარიანი საფიქრალი დაუგროვდა. ეს გუნდი არაოფიციალურად ზაფხულში იტალიას ელოდება თბილისში და მოსაგებად ეტოლება, სადაც არანაირი შანსი არა გვაქვს. უკან მივდივართ ფაქტია და მსოფლიოზე იმ აუტსაიდერსაც თუ ვერ მოვუგეთ, ჰყავდეთ მაისაშვილი, სანამ არ მობეზრდებათ
: )))))))
13 მარტი 2022 02:26
0
ხო აი ჯარიმა რომ ვერ გაიტანა. წვთნელი კარგი იქნებოდა ვინმე ცნობილი და გამოცდილი.
დდდ
12 მარტი 2022 23:16
36
მე. რომ ვერ გავიდე, კარგი, მაგრამ თვით ამაშუკელმაც ვერ განმარტა, რატომ გააძევეს აფრასიძე მატჩის ბოლოს. ვინმეს შეუძლია ახსნას მსაჯის გადაწყვეტილება?
შეკითხვა
12 მარტი 2022 23:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული