რაგბი ევროპა. მზადება ესპანეთისთვის - გორგაძესა და გიორგაძესთან ერთად

AutoSharing Option
რუმინეთიდან შინ დაბრუნებულმა "ბორჯღალოსნებმა" დაისვენა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

კვირას, 20 მარტს, საქართველო არაოფიციალურ ფინალში ესპანეთს „დინამო არენაზე“ მასპინძლობს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გუნდი ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. მოცემული მომენტისთვის სატურნირო ცხრილს ესპანეთი 17 ქულით ლიდერობს, "ბორჯღალოსნები" კი მას ორი ქულით ჩამორჩება.

ბუქარესტში 26:23 გამარჯვების შემდეგ საქართველო 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე ევროპა1-ის სტატუსით გავიდა და G ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და პლეი-ოფის გამარჯვებულთან ითამაშებს. თავის მხრივ, პორტუგალიასთან 33:28 მოგებით, ესპანეთმა ევროპის შესარჩევ
ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და 1999 წლის შემდეგ პირველად (სულ მეორედ), მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ის საფრანგეთში B ჯგუფში, სამხრეთ აფრიკასთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასა და აზიისა და წყნარი ოკეანის წყვილს შორის გამარჯვებულ გუნდთან ითამაშებს.

მომავალი თამაშის წინ "ბორჯღალოსანთა" გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ტრავმის გამო ესპანეთთან ვერ ითამაშებს თორნიკე ჯალაღონია, ხოლო ნიკა აფციაური "შავ ლომს" შეუერთდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი "ქარი ქაფისთვის" ემზადება.

სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ბექა გორგაძე, რომელმაც რუმინეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ასევე - ოთარ გიორგაძე, რომელსაც წინა შეხვედრა კოვიდის გამო გაუცდა.

Sportall.Ge

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს „ლომებთან“ აქამდე 22-ჯერ უთამაშია და მათგან 18-ში გამარჯვება იზეიმა, ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა, 3 შემთხვევაში კი გამარჯვებული მეტოქე გახდა.

ურთიერთშეხვედრების ისტორია 2000 წლიდან იღებს სათავეს და მეტოქემ მადრიდში 36:32 იმარჯვა. „ლომებმა“ დანარჩენი ორი მატჩიც მადრიდში მოიგო – 2007 და 2012 წლებში, ფრე კი 2004 წელს ტარაგონაში დაფიქსირდა. სხვა შემთხვევაში, შინ თუ გარეთ გამარჯვება საქართველოს რჩებოდა და ბოლოს 10-მატჩიანი სერიაც მოუგროვდა.

„დინამო არენაზე“ ესპანეთს სამჯერ ვუმასპინძლეთ და სამივეჯერ გავიმარჯვეთ – 2003 წელს 34:3, 2008 წელს 22:20 და 2010 წელს 17:9.

ყველაზე დიდი სხვაობით „ლომებს“ 2011 წელს „მიხეილ მესხზე“ ვძლიეთ – 60:0. თბილისში მათ ბოლოს 2019 წელს ვუმასპინძლეთ და „ავჭალაზე“ 24:10 დავამარცხეთ, შარშანწინ და შარშან კი მადრიდში, შესაბამისად, 23:10 და 25:19 ვაჯობეთ.

ურთიერთშეხვედრების ჯამში საქართველომ ესპანეთს გაუტანა 90 ლელო და 662 ქულა, ხოლო მიიღო 34 ლელო და 319 ქულა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის (და მისი წინამორბედი ერთა თასის) ისტორიაში საქართველომ ტიტულის მოგება ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ მოახერხა. ესპანეთს პირველობა არასდროს უზეიმია, თუმცა 4-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი.

გაფართოებული შემადგენლობა ესპანეთთან

შერკინება

ბურჯები:
გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 28 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 70 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 27 კეპი, 10 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 8 კეპი), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 87 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 68 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 71 კეპი, 10 ქულა), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 15 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 9 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24 კეპი, 15 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 26 კეპი, 15 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 63 კეპი, 70 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 38 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 31 კეპი, 216 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 83 კეპი, 65 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 38 კეპი, 25 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 80 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 40 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1 კეპი), სანდრო თოდუა (შავი ლომი, 96 კეპი, 70 ქულა), დავით მესხი (ენისეი, 2 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 10 კეპი, 23 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
საიდან "ამოქექეთ" ეს სტატისტიკა???!!! ესპანელებთან მოვიგეთ 16, ფრედ ვითამაშეთ 1 და წავაგეთ 9 მატჩი (არც მჭირდება სტატისტიკაში ქექვა). ისიც საინტერეასოა რომ ბოლო 17 მატჩიდან მოვიგეთ 14, და წავაგეთ 2 მატჩი (1 ფრე). ცოტა სერიოზულად მოეკიდეთ თქვენ საქმეს! დადეთ
S.K.K.
17:40 17-03-2022
1
1.გოგიჩაშვილი 2.მამუკაშვილი 3.გიგაშვილი. 4.ჭეიშვილი 5.მიქაუტაძე 6.ცუცქირიძე 7.საღინაძე 8.გორგაძე 9.ლობჟანიძე 10.აბჟანდაძე 11.თოდუა. 12.შარიქაძე 13.კვესელაძე 14.ტაბუცაძე 15.ნინიაშვილი./ 16.ჭყოიძე 17.ნარიაშვილი 18.ხარაიშვილი 19.ჯაიანი 20.გიორგაძე 21. აფრასიძე 22.ბაბუნაშვილი 23. მოდებაძე
ზურა
00:10 16-03-2022
0

სიახლეები პოპულარული