რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 20 მარტს „დინამო არენაზე“ გაირკვევა. საქართველო ესპანეთს 18 საათზე მასპინძლობს და თასის მე-14-ედ მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ესპანეთი კარგ ხასიათზე და უკეთესი პოზიციით მოდის. პორტუგალიასთან გამარჯვებით მათ მსოფლიო თასის საგზური ისტორიაში მეორედ მოიპოვეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველობა შეინარჩუნეს. "ბორჯღალოსნები" მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩება და მომავალი თამაშისთვის შესაბამისი განწყობით ემზადება.

„შევარდენზე“ მათ დღეს ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ლაშა ხმალაძემ და გიორგი ჭყოიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვარჯიში, რომელიც 1 საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა, ორმხრივ,
მართვად თამაშს მოიცავდა.

ლაშა ხმალაძე: „რუმინეთთან ყოველთვის დაძაბული და ძალისმიერი თამაში გვაქვს, რადგან ფიზიკურად ძლიერი, მძიმე მოთამაშეები ჰყავთ. ასე იყო გასულ შაბათსაც. გვქონდა შეცდომები, რამაც ჩვენზე წნეხი გააძლიერა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც შევძელით“.

„ესპანეთთანაც არაერთხელ გვითამაშია და ამ გუნდს კარგად ვიცნობთ. ფაქტია, რომ წელს ისინი კარგ ფორმაში არიან და მათი დაუფასებლობა არ იქნება. ეს ფინალია, რომელიც რიგითი შეხვედრებისგან განსხვავდება, სხვა განწყობაა და შესაბამისი შემართებით ვემზადებით“.

„სასიამოვნოა, რომ ფინალის გამართვა საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა“.

Sportall.Ge

გიორგი ჭყოიძე: „მოსამზადებელმა კვირამ კარგად ჩაიარა. გავიარეთ ჩვენი ძლიერი და მეტოქის სუსტი მხარეები. ვთვლი, რომ კვირის თამაშისთვის 100%-ით მზად ვართ. გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ მოვიდეს სტადიონზე და ჩვენი მხრივ, მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ“.

„რუმინეთისთვის ჩვენთან თამაშის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მსოფლიო თასის პირდაპირი საგზურისთვის იბრძოდა. კარგი გუნდია და რთული თამაში გამოდგა, თუმცა მიზანს – გამარჯვებას, მაინც მივაღწიეთ. გვქონდა შეცდომები და ვეცდებით, ესპანეთისთვის ეს შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
უკვე რამდენი წელია,საქართველო ბოლო ტურის წინ,მეორე ადგილზე არ ყოფილა.პორტუგალია დამარცხებით გვექმუქრებოდა და კინაღამ გამოუვიდათ.ასევე გამარჯვებით გვემუქრებოდნენ,რუსებიც კი და გადარჩენას,დისკვალიფიკაციას უნდა უმადლოდეთო.დამარცხებას გვპირდებოდნენ რუმინელებიც და მათაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს.ახლა უკვე ფინალის დარი თამაშია,სადაც გამარჯვების გარდა ყველა შედეგი,ტურნირის ჩემპიონობას გვაკარგვინებს.საფრანგეთთან მატჩში გამოჩნდა,რომ ბევრად მეტი შეგვიძლია,რუმინეთთან უმცირესობაში თამაშშიც ორი ლელო დავდეთ და ვაჩვენეთ,რომ გაჭირვების შემთხვევაში,მომატება შეგვიძლია,მაგრამ მატჩის ბოლოს გაშვებულმა ლელომ და კინაღამ წაგებამ ისიც გვიჩვენა,რომ კონცენტრაციასაც ვკარგავთ,უამრავ შეცდომასთან ერთად.ჩვენმა მეტოქეებმა იგრძნეს სისხლის სუნი და ჩვენი შიში დაკარგეს.ასე რომ თუ ახლავე არ მოვსვით ყველა თავის ადგილზე და ხელი შემოგვაჩვიეს,დამარცხებებიც არ იქნება შორს(ფუი ეშმაკს).რომ უნდა გავიმარჯვოთ,სალაპარაკოც არაფერია,მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე და დავუმტკიცოთ ჩვენი სრული უპირატესობა.სხვა შემთხვევაში, იტალიასთან ქიშპობას აზრიც დაეკარგება.
სოსო
14:53 17-03-2022
0
ხმალაძის არ მწამს, ამ ხნის რაგბისტი 2-3 სერიოზულ შეცდომას არ უნდა უშვებდეს
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული