რაგბის კავშირის გამგეობამ მაისაშვილის ანგარიში მოისმინა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ანგარიში მოისმინა, რომელიც 2022 წლის პირველ კვარტალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატს ეხებოდა.

მიზანი - 2023 წლის მსოფლიო თასზე პირველი ადგილიდან გასვლა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება შესრულდა, თუმცა ვერ იქნა მიღწეული ერთ-ერთი მიზანი - ყველა მატჩის მოგება (ფრე პორტუგალიასთან 25:25).

ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდა. ასევე აღინიშნა, რომ თამაშის ხარისხი არ აკმაყოფილებდა მოლოდინს და რამდენიმე კომპონენტში ტექნიკური წუნი აღინიშნებიდა, რაც გამოწვეული იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით. პორტუგალიასთან მატჩის ფრედ დასრულების
მიზეზად გუნდში COVID 19-ის შემთხვევების სიმრავლე დასახელდა, რამაც ხელი შეუშალა საწვრთნელ პროცესს.

მაისაშვილმა ასევე ისაუბრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის როლზე გრძელვადიან მიზნებში, დამატებითი მწვრთნელების და სავარჯიშო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლების საჭიროებაზე.

"ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მთავარ მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ, გამგეობის წევრები მაღალი კვალიფიკაციის მქონე შერკინების ასისტენტი მწვრთნელის მოწვევის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე მაღალი დონის სპეციალისტთან და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

გამგეობამ მთავარ მწვრთნელს შესთავაზა, რომ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბს დაემატოს მაღალი კვაკიფიკაციის მქონე კონსულტანტი/მენტორი; ასევე დაავალა, რომ დაჩქარებული ტემპებით დაიგეგმოს ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩები და მოხდეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზის რეაბილიტაცია.

გამგეობამ ასევე განიხილა რაგბის კავშირსა და შპს „ანაგი დეველოპმენტი 1“-ს შორის არსებული ხელშეკრულების საკითხი, რომელიც ვაკეში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს (ფართი 12,060 კვ.მ) ეხება. საკითხის სირთულიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს იოსებ ტყემალაძეს დაევალა - მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქმის შესწავლის მიმდინარეობის შესახებ (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2014-2018 წლებში სრკ-ს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საფუძველზე) და მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს რაგბის კავშირის გამგეობას.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
გამგეობამ მთავარ მწვრთნელს დაავალა,დაჩქარებული ტემპებით დაიგეგმოს საზაფხულო და საშემოდგომო ტესტ-მატჩები და მოხდეს "შევარდენის"სანაკრებო ბაზის რეაბილიტაცია?!!!!
კომენტარი ზედმეტია თუ მაინც არის საჭირო?ლევანმა უნდა თქვას,"აქაც მე ვარ,იქაც მე ვარ,ჩემმა მზემ რომ,მართლა მზე ვარ".მგონი პრარაბობასაც მოასწრებს და საშენ მასალებსაც საკუთარი ზილით მოიტანს.ჩვენ აქ ვდავობდით,ლევან მაისაშვილი ნაკრების მწვრთნელად არ ვარგა თუ ვარგაო.თურმე მთელი ფედერაციის გასაკეთებელს,მხოლოდ მას ავალებენ და მეტი როგორღა უნდა მოვთხოვოთ?
სოსო
19:15 22-04-2022
0
დრო იყო შერკინებას იქეთ ვასწავლიდით ბობოლებს, მაგალითად ინგლისელებს და ამათ ისე მოაქციეს საქმე ახლა აქეთ უნდა გვასწავლონ.ვახ
რრრ
12:02 23-04-2022
2

სიახლეები პოპულარული