ორი განსხვავებული ტაიმი - საქართველოს ნაკრები არგენტინა XV-თან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაფხულის სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები არგენტინა XV-თან 24:30 დამარცხდა.

ქუთაისში მატჩის წინ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა, „აია არენაზე“ კი თავიდანვე ლამაზი თამაში წავიდა და „ბორჯღალოსნები“ შესანიშნავი შეტევის შემდეგ ნინიაშვილის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დაწინაურდა. მეტოქემ სწრაფად გვიპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. 22-ე წუთზე ნინიაშვილის გარღვევა აბჟანდაძემ დააგვირგვინა და მანვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეტოქემ ისევ საჯარიმოთი შეამცირა ანგარიში. შემდეგ შორიდან საჯარიმო ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი 14:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოწინააღმდეგე უპირატესობას დაეუფლა, ტემპს მოუმატა, შემოგვიტია და კვლავ საჯარიმოთი მოახერხა სხვაობის
შემცირება. საპასუხო შეტევისას აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ამას არგენტინელთა 3 ლელო-გარდასახვა მოჰყვა და 13 ქულით გავიდა წინ. ბოლოს ჩვენმა გუნდმა ხანგრძლივი შეტევის შედეგად ლელო დადო, გარდასახვაც გამოიყენა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა.

იმედია, "ბორჯღალოსნები" ამ წაგებიდან საჭირო დასკვნებს გამოიტანენ და 10 ივლისს ბათუმში იტალიასთან პრინციპულ დაპირისპირებაში შეცდომებს აღარ დაუშვებენ.

მკითხველის კომენტარები / 57 /
შევეცდები მოკლედ დავწერო სათქმელი.
მე ვფიქრობ პრობლემა მარტო ამ ერთი თამაშის წაგება არ არის, არამედ უფრო ღრმა არის და სათავეს რაგბის კავშირიდან იღებს!
არაპროფესიონალიზმი,ნეპოტიზმი,სკანდალები,ორ-სამ თანამდებობაზე მყოფი ხალხი,ორად გახლეჩილი ესე რომ ვთქვათ ბანაკი და სხვა მრავალი! ეს უკვე წლებია გრძელდება და ნაკრების კი არა ზოგადად რაგბის განვითარება შეჩერებულია! სამწუხარო რეალობაა და დასასრულიც არ უჩანს ამ ყველაფერს
ოთო
08:53 05-07-2022
0
ერთი "ზუროსი" გვინდა, თან სასწრაფოდ 2024 წელს!:))



დიმა
23:19 04-07-2022
0

სიახლეები პოპულარული