"ბათუმის შეხვედრიდან მოლოდინი ისეთივე გვაქვს, როგორიც ქართველებს - გვინდა მოვიგოთ, თუმცა თავად ქართველ მორაგბეებთან შეხვედრა უკვე სასიხარულოა. ვიცი, რომ თამაში იქნება ძალიან საინტერესო და საკმაოდ რთულიც. საქართველოს რაგბის ნაკრებს რამდენიმე წლის წინ ფლორენციაში ვუმასპინძლეთ, ახლა კი,
საქართველოს ნაკრები სტაბილური გუნდია, ფიზიკურად კარგად მომზადებული მოთამაშეებით, რომლებიც შერკინებაშიც გამოირჩევიან და სხვა პოზიციებზეც, - შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი მათგანი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. გყავთ სისწრაფით გამორჩეული სპორტსმენები, როგორიცაა ნინიაშვილი, რომელსაც ინტერესით ვაკვირდები; ასევე ცხრა ნომერი მაღრაძე-აფრასიძე, რომელიც "მონპელიესთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა, ძლიერი გუნდია, რომელიც ძალიან მომწონს", - აღნიშნავს მარციო ინოჩენტი და ამბობს, რომ საქართველოში პირველად სწორედ ამ მატჩის გამო ჩამოვა:
"საქართველოში არასდროს ვყოფილვარ. მატჩამდე ორი დღით ადრე ჩამოვალ. შესაბამისად, მეტხანს დავრჩები; ჩემი მეგობრისგან, რომელიც რამდენჯერმე იყო საქართველოში, მსმენია, რომ უმშვენიერესი ქვეყანაა. იმედია, მეც შევძლებ უკეთ გავიცნო".
R