"ორივეს თამამად შეუძლია ელოდოს გამარჯვებას..." - იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ქართველებთან მოახლოებულ შეხვედრას აფასებს

AutoSharing Option
საქართველოსა და იტალიის რაგბის ნაკრებებს შორის მატჩს 10 ივლისს ბათუმი მასპინძლობს. იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მარსიო ინოჩენტი საქართველოს ნაკრებს ძლიერ, სტაბილურ გუნდად მიიჩნევს და მასთან მოელის რთულ თამაშს, რომლის სანახავადაც ბათუმში ჩამოვა - ექსკლუზიური ინტერვიუ მან Rugby World Georgia-ს მისცა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:

"ბათუმის შეხვედრიდან მოლოდინი ისეთივე გვაქვს, როგორიც ქართველებს - გვინდა მოვიგოთ, თუმცა თავად ქართველ მორაგბეებთან შეხვედრა უკვე სასიხარულოა. ვიცი, რომ თამაში იქნება ძალიან საინტერესო და საკმაოდ რთულიც. საქართველოს რაგბის ნაკრებს რამდენიმე წლის წინ ფლორენციაში ვუმასპინძლეთ, ახლა კი,
10 ივლისს, საქართველოშიც შევხვდებით და ეს ძალიან გვახარებს. ორივე გუნდი საკმაოდ კარგად არის მომზადებული და ორივეს თამამად შეუძლია ელოდოს გამარჯვებას.

საქართველოს ნაკრები სტაბილური გუნდია, ფიზიკურად კარგად მომზადებული მოთამაშეებით, რომლებიც შერკინებაშიც გამოირჩევიან და სხვა პოზიციებზეც, - შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი მათგანი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. გყავთ სისწრაფით გამორჩეული სპორტსმენები, როგორიცაა ნინიაშვილი, რომელსაც ინტერესით ვაკვირდები; ასევე ცხრა ნომერი მაღრაძე-აფრასიძე, რომელიც "მონპელიესთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა, ძლიერი გუნდია, რომელიც ძალიან მომწონს", - აღნიშნავს მარციო ინოჩენტი და ამბობს, რომ საქართველოში პირველად სწორედ ამ მატჩის გამო ჩამოვა:

"საქართველოში არასდროს ვყოფილვარ. მატჩამდე ორი დღით ადრე ჩამოვალ. შესაბამისად, მეტხანს დავრჩები; ჩემი მეგობრისგან, რომელიც რამდენჯერმე იყო საქართველოში, მსმენია, რომ უმშვენიერესი ქვეყანაა. იმედია, მეც შევძლებ უკეთ გავიცნო".

R
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენზე ძლიერი და განსწავლული გუნდი ყავს იტალიას.მწვრთნელის ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ შანსი ნაკლებად გვაქვს.ერთადერთი გიჟური თავდადების და ფორტუნის იმედად ვარ.წარმატებები ბიჭებს
BOSS
05 ივლისი 2022 21:02
0
მᲨვიდად ვარ, რადგან Ჩვენ ნაკრებს მსოფლიო დონის მᲗავარი მწვრᲗნელი ჰყავს! ის Ძალიან Ჭკვიანი და დაუნდობელია მეტოქეების მიმარᲗ.მოუᲗმენლად ველი მის ახსნა- განმატებებს ᲗამაᲨის Შემდეგ...
აი იუმორი
05 ივლისი 2022 16:17
1
სისწრაფეში თამაშის უფლება- შესაძლებლობა- არ უნდა მივცეთ, ძირითადად შერკინება- მოლში უნდა,თუ მოვიგეთ- თამაშსაც მოვუგებთ!

ფიზიკა, თავდადება, აგრესია და აღტკინება (მ6არი ემოციები) გვაქვს ...
კახაბერი
04 ივლისი 2022 23:24
0
Abe tqven icit mainc caaagebt da mindors mainc gauprtxildit ar gadaxnat fexburtshi ufro kargi tamashebi gvelis gaumarjos qartul fexburts
Iberia
04 ივლისი 2022 14:26
23
ეს შეკვეთილი ბოტები რა უბედურებაა. თუ ბოტი არ ხარ კიდე სლოვანი ბათუმის თამაშზე მეტი არ განახოს მამაშენმა.
rugger
05 ივლისი 2022 16:02
0
გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და ქართულ რაგბს! ბოღმამ არ მოგკლათ რატომ გიხარიათ ხოლმე სხვა სპორტში წარუმატებლობები ვერ ვხვდები :)
თორნიკე
04 ივლისი 2022 15:32
2
მაღრაძე-აფრასიძე???
nik
04 ივლისი 2022 13:13
0

სიახლეები პოპულარული