როგორ მოვუგოთ იტალიას და ერის სურვილი ავახდინოთ? - "ბორჯღალოსნების" წინასამატჩო პრესკონფერენცია

AutoSharing Option
დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ "ბორჯღალოსნებმა" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან მაისაშვილი: „ლოგიკურია, რომ ჩვენგან ყველა ფიზიკურ, ძალისმიერ თამაშს ელოდება და ალბათ, იტალიას მარქაფაში ექვსი მორკინალი ამის გამო ჰყავს. გამართლდება თუ არა მათი ვარაუდი კვირას გამოჩნდება.

ამ კვირაში თამაშის მართვასა და საკუთარი ენერგიის რაციონალურად გამოყენებაზე ვიმუშავეთ. ნახეთ, რომ არგენტინასთან თითქოსდა მარტივი, მაგრამ კარგად დამუშავებული კომბინაციებით ორი ლელო გავიტანეთ და კიდევ ორი უნ
და გაგვეტანა. ამის შემდეგ თავს უფლება მივეცით მოვშვებულიყავით და ისეთ არეალებში შევუტიეთ, სადაც თამაში უნდა გვემართა. მნიშვნელოვანი იქნება ბოლომდე მივყვეთ თამაშის გეგმას. ასევე ვიმუშავეთ პატარ-პატარა დეტალებზე, რაც საბოლოო ჯამში დიდ როლს თამაშობს.

ამ თამაშის მოგება ან წაგება ექვსი ერის გაფართოების ბედს არ წყვეტს. ხვალ თუ შევძელით და გავიმარჯვეთ, იქნება პრეცედენტი, რომ ტიერ1-ის გუნდი დავამარცხეთ. ეს იქნება ჩვენი განაცხადი, რომ შეგვიძლია უკეთესი ვითამაშოთ რაგბი და ტიერ1-თან მეტი შეხვედრის შესაძლებლობა გვინდა. ჩვენ გვინდა მათთან თამაში, იქნება ეს ექვს ერში თუ სადმე სხვაგან.

რის ხარჯზე შეიძლება მოვიგოთ? ჩემი თავისთვისაც არაერთხელ დამისვამს ეს კითხვა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე უკეთ და მეტად შეგვიძლია ერთმანეთისთვის თამაში. რაგბი სწორედ ერთმანეთისთვის თამაშია. მხოლოდ დიდი გულით ვერ მოიგებ, მეტი გონიერება გვმართებს და ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, სწორედ ის მოიგებს.

დაძაბულები არა, მობილიზებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, დაძაბულობა პირველივე სასტვენისთანავე მოიხსნება. იტალიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით. ამ გუნდს ბოლო 1 წელიწადში ჩამოუყალიბდა თავდაჯერებულობა, რადგან დიდი ხანია ერთად მოდიან. სწორედ ამან მოუტანა გამარჯვება უელსთან. თუმცა, ეს არც ჩვენ გვაკლია, ასაკობრივ ნაკრებებში მათ წინააღმდეგ გვითამაშია და დაგვიმარცხებია კიდეც. ეს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული.

კოტე მიქაუტაძის არყოფნა დიდი დანაკლისია. მან ტრავმა უწყინარ სიტუაციაში, ვარჯიშზე მიიღო. ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ თამაშამდე მისი რეაბილიტაცია საფრთხის ქვეშ იყო და შემადგენლობაში ვერ დავაყენებდით".

მერაბ შარიქაძე:
"მზადების კუთხით, რაც შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვართ, შევისწავლეთ მეტოქის თამაში და ვიმუშავეთ ჩვენს შეცდომებზე. იმედი გვაქვს. ეს ყველაფერი ხვალინდელ თამაშზე აისახება. რაც შეეხება მოედანს, მინდვრის საფარი საუკეთესოა რაც საქართველოში მინახავს და ფანტასტიური ატმოსფეროა. სავსე ტრიბუნები კიდევ უფრო სასწაული იქნება.

ყველა მეკითხება და მეუბნება, რომ იტალიას უნდა მოვუგოთ. როდესაც იცი, რომ მთელი ერის სურვილი შენ უნდა აახდინო, მარტივი არ არის. ფსიქოლოგიური წნეხი გვაქვს. იმედია, ეს პასუხისმგებლობა ხვალ ხელს არ შეგვიშლის და პირიქით, სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 24 /
აუტი აუტი აუტი! დაანებე მაგ ზოგადსაკაცობრიო შეჭმარიტებებს და ფილოსოფოსობიდან გადადი სამეზე - აუტზე ავარჯიშე (თუ გესმის ეგ საერთოდ რას ნიშნავს), იმიტომ, რომ აუტში ვკაგავთ ყველაზე მეტჯერ ბურთს

გესმის?
აუტი
10 ივლისი 2022 01:04
3
დღევანდელი იტალიის ნაკრები,ბოლო წლებში საუკეთესო ფორმაშია და 6 ერის აუტსაიდერი ნამდვილად აღარ ეთქმის.მათთან დამარცხება,ნამდვილად არაა სირცხვილი,ჩვენი დონის ნაკრებისათვის,თუმცა არც გამარჯვებაა მხოლოდ ოცნების სფერო.თუ ცხელი გულით და ცივი გონებით ვითამაშებთ,თუ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ და დასაწყისში მუხლები არ აგვიკანკალდა,გამარჯვებაც შეგვიძლია.არაა საჭირო მეტისმეტი მღელვარება.ითამაშეთ მთელი ძალით და დანარჩენი თამაშში გამოჩნდება.იმაში დარწმუნებული ვარ,რომ კარგი თამაში გამოვა.გამარჯვებას გისურვებთ,ლომებო!
სოსო
10 ივლისი 2022 10:44
0
არც მუხლები აჰკანკალებიათ ჩვენ ლომებს,თამაშიც ძალიან მაგარი გამოვიდა და არც გამარჯვება აღმოჩნდა არარეალური.ყველა შიში გააქარწყლეს და ყველა იმედი გაგვიმართლეს ბიჭებმა.გმადლობთ ამისათვის.ისტორია დაწერილია და რაც ყველაზე მთავარია,დღეს მთელი სარაგბო საქართველო,ერთად იყო.გილოცავთ ძმებო!
სოსო
10 ივლისი 2022 23:43
0
არც მწვრთნელი ვიცი ვინ არის და არც ეს 'ჯაჯგური' სპორტი მხიბლავს, მაგრამ სანამ ნაცები არ წავლენ, მანამდე რომ არ გვეშველება, ეგ ნათელია. ამ საიტზე რომ არიან იმ დოზით მგონი არსად. წადით რა.
odala
10 ივლისი 2022 13:39
42
გაიხმა ენა! ეს რა სიძულვის, არატოლერანტულობის და არაკეთილ,,მოსურნეობის დგამოხატულებაა! შე მხეცო და შე ნადირო
წყევლა
10 ივლისი 2022 13:48
4

ჯერ-რაგბს რომ ,,ჯაჯგურს,, დაუძახებ ...ან ამ სამყაროში არ ხარ (ე.ი.რუსეთში ხარ- დღესაც,შუა საუკუნეების სამყაროში),ან აზზრზე აეა ხარ... ძლიერი ადამიანები,ძლიერი ინდივიდუალისტები-ძლიერი პიროვნებების სპორტი; ფიზიკურად, მენტალურად, ინტელექტუალურად,შემართებით, გონენით... მაღალი IQ-ს მატარებელი ინდივიდების, მაგრამ ქოცებს, იგივე რუსეთ-მადიდებლებს -რა მოგეკითხებათ(?!); მოპარვის, ქურდების,ცბიერების,ცინიზმის,უტიფრობის, ალალი ადამიანების დაბოლება- გამოყენების, თვალთმაქცობის მეტი-რა გააჩნიათ(?!)
ცნობისათვის- ნაც-ბი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში-დღეს საქართველო ჩეხეთი,პოლონეთი,საბერძნეთის ცხოვრების დონეზე გავიდოდა...+ მათ-ზე მაღალი ეკო-რი ზრდის მაჩვენებლები-პერპსპექტივებით(!) და 900 000-ნი შეუქცევადი ემიგრაცია კი არ გვექნებოდა, ე.ი.კრემლის საუკუნო სწორად ოცნების პროცესი ,,საქართველო უქართცელებოთ,,(?!)... -100 000-ბით დაბრუნებული ემიგრანტი წარმატებულ-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო საქართველოში და დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს - უსიტყვოდ მივიღებდით(!)
ნაც-ბს,რეფორმატორებს ებრძოდა და ებრძვის ის ხალხი- ვინც გვებრძოდა - ზვიადის ეროვნულ.ხელისუფლებას და დაამხო კგბ- ფსბ-გრუ-ს დირექტივები- უშუალოდ სამხედრო დახმარებით (გრაჩოვი- ბალტინის ჯარებით) და 11 წელი ქართველობა ძარცვა- დაცინვით; სიღატაკე, უიმედობა, სიბნელე,უპერსპეწტივობაში აცხოვრეს- რუსულ ავტორიტარულ კრიმინალურ კლანური მმარრლობის სისტემაში,ე.ი. მიზანმიმართულად აგვაცილეს-ბალტიის პირა ერების პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონ-რ გზას...ზუსტად იგივე აკეთებთ- 2012 წლიდან ეტაპობრივად და მიზანმიმართულად, ამჯერად ნაშიერებ,გამოზრდილებით...
და თუ ერმა,განსაკუთრებით ახალგაზდობამ - - ვერ მოგიშორათ - კრემლი - ქოცობით, ნაც- ბის მოძულეებით - ,,საქართველო უქართველებოთ-აც შეუსრულებთ- სახელმწუფოს რუსულ გუბერნიებად აქცევთ!
-აქვე- ნაც-ბის მოსვლა ხელისუფლებაში, ამჯერად კოალიციური ხელისუფლებით ( რ ე ფ ო რ მ.ე ბ შ ი- მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი საზოგადოება) და 8-10 წელიწადში საქართველო ერთ- ერთ ყველაზე წარმატებულ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო დ იქცევა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში (საქართველოს მალევე ვაქცევთ,,ენერგეტიკული დერეფანის,, და ,აბრეშუმის გზის ,,ძირითადი ლოჯისტიკურ-ფინანსური ცენტრი-ფ უ ნ ქ ც ი ი ს მქონე, მით გეოპოკიტიკურ ცენტრად, მით...) ძლიერი ეკო-კა,ძლიერი თავდაცვა უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის განათლება, მედიცინა, სპორტის განვითარებით...
ზვიადის ეროვნული- კ ა ნ ო ნ ი ე რ ი ხელისუფლების მხარდაჭერი გესაუბრებით და კ ა რ გ ა დ ვიცი, რასაც ვლაპარაკობ!
კახაბერი
10 ივლისი 2022 19:56
4
ᲑაᲗუმელებს არ ესწავლებაᲗ სტადიონის გავსება. Თბილისელებმა იფიქრეᲗ კონფერენს ლიგის ᲗამაᲨებს მარტო ოჯახის წევრები რომ ესწრებოდნენ
ᲑაᲗუმი
10 ივლისი 2022 13:19
10
წეუდა კუთხობანა.
ანდრი
10 ივლისი 2022 13:54
0
სტადიონი სავსე არ იყო რაც გასაკვირი იყო
Tazo
11 ივლისი 2022 00:14
0
წადი დაგვანებე თავი !!! ისტორიული მატჩია და მწვრთნელი არ გვყავს! მალე საქართველოს პრემიერობა მოგველოცოს)))) ეჰ
ცოტნე
10 ივლისი 2022 02:02
11
პატარა დეტალი კი არა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია გამოსასწორებელი თამაში მხოლოდ ერთი ტაიმი არ გრძელდება და თითქმის ყველა თამაში მეორე ტაიმში გვაქვს წაგებული, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებელია მწვრთნელი... წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს!!!
Vakho Chkheidze
10 ივლისი 2022 10:35
2
შერკინებაზე თუ გაამახვილეს ყურადღება, ეგ გახდა უკვე ჩვენი სუსტი წერტილი - ვერც სტატიკაში, ვერც დგომში და ვერც მიწოლაში ვეღარ ვთამაშობთ ძველებურად. ეგ იცის იტალიამ და ჩვენ რა ვუპირისპირებთ? მაისაშვილის ტყემალაძის მსგავსად სადღეგრძელოებზე გადავიდა
: )))))))
10 ივლისი 2022 09:48
3
არა უნდა წინასწარ არარეალური მოლოდინების შექმნა, დიდი ალბათობით ვერ მოვიგებთ, თუმცა გამორიცხული არაფერია. წარმატებები ბიჭებს.
რრრ
10 ივლისი 2022 00:48
6
ბათუმელებს მივმართავ. დღეს თუ სტადიონი არ გადაიჭედა ეს იქნება თქვენი უდიდესი მინუსი
ქართველი
10 ივლისი 2022 10:48
14
თქვენს თავს მიხედეთ, რა ბათუმლებს არ ჭირდებათ თქვენი დამუნათება.
ეეე
10 ივლისი 2022 11:12
3
გასაგებია,რომ ცუდი აზრით არ გითქვამს,მაგრამ პირველივე დღეს გაიყიდა ყველა ბილეთი და რა თქმა უნდა სავსე იქნება,სტადიონი.თბილისის დინამოს სტადიონიც გადაიჭედებოდა,ამ თამაშზე და უფრო დიდიც.ბათუმელებს კი,მართლაც არ ესწავლებათ გულშემატკივრობა.პირიქით,სხვებსაც გვასწავლიან.მთელი საქართველო იქნება დღეს სტადიონზე.ფიზიკურად ან სულიერად და ბიჭებიც, თავს არ დაიზოგავენ.ასე იქნება.იმედია არ გადაიწვებიან.ასეთი აჟიოტაჟის გამო,ცოტა ამისი მეშინია.
სოსო
10 ივლისი 2022 17:43
0
ყველა გამოხმაურება
ეს კაცი ვერ უნდა მოვიცილოთ?!!
уходи ты вон!
(მსინტერსებს, ამასაც თუ დაბლოკავენ :დდ)
₾ადო
10 ივლისი 2022 10:16
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული